დიდ ბრიტანეთში Moderna-ს ვაქცინა 12-17 წლამდე ასაკის ბავშვებშიც დაუშვეს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ბრიტანეთის ჯანმრთელობის მარეგულირებელმა მოდერნას ვაქცინა 12-17 წლამდე ბავშვებისთვისაც დაუშვა.
"მოხარული ვარ დავადასტურო, რომ მოდერნას მიერ შექმნილი კოვიდ-19-ის ვაქცინა ამიერიდან 12-17 ასაკობრივი კატეგორიისთვის ნებადართული იქნება. ვაქცინა ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის უსაფრთხო და ეფექტურია", — განაცხადა MHRA-ის მთავარმა აღმასრულებელმა დოქტორ ჯუნ რეინმა.
მისი თქმით, გაერთიანებულ სამეფოში დაშვებული ყველა კოვიდ-ვაქცინისთვის უსაფრთხოების საკონტროლო ყოვლისმომცველი სტრატეგია აქვთ და იგი 12-17 წლის ასაკობრივ ჯგუფსაც შეეხება.
"ვაქცინაციისა და იმუნიზაციის უწყებათშორისი კომისია (JCVI) გვირჩევს, უნდა აიცრას თუ არა ეს ასაკობრივი ჯგუფი მოდერნას ვაქცინით, რომელიც მომარაგების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა".
კომენტარები