Google და Facebook 12 000 კილომეტრი სიგრძის წყალქვეშა ინტერნეტ კაბელს აგებენ
Google-მა ახლახან ახალი პროექტის შესახებ გვამცნო, რომლის ფარგლებშიც ათასობით კილომეტრი სიგრძის ინტერნეტ კაბელს წყალქვეშ დააგებენ — ეს უკანასკნელი აღმოსავლეთ აზიის ექვს ქვეყანას დააკავშირებს.
ორშაბათს გამოქვეყნებული რელიზის მიხედვით, პროექტი "Apricot" 12 000 კილომეტრი სიგრძის კაბელით იაპონიის, ტაივანის, გუამის, ფილიპინების, ინდონეზიისა და სინგაპურის დაკავშირებას გეგმავს. მათი თქმით სისტემა 2024 წელს ამუშავდება.
კაბელების სისტემას ნაწილობრივ დააფინანსებს Facebook. Facebook-მა და Google-მა აქამდე უკვე ათასობით კილომეტრი სიგრძის წყალქვეშა ინტერნეტ კაბელები დააგეს და ახლა კიდევ ათასობით კილომეტრი სიგრძის კაბელის დაგების პროცესში არიან.
Google-მა ივნისში განაცხადა, რომ იგი დააგებდა კაბელს, რომელიც აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს არგენტინას დაუკავშირებდა. მარტში ორივე კომპანიამ განაცხადა, რომ ისინი აფინანსებდნენ ორ კაბელს, რომლებმაც აშშ-ს დასავლეთ სანაპირო ინდონეზიასთან და სინგაპურთან უნდა დააკავშირონ.
2020 წელსა და 2021 წლის დასაწყისში, აშშ-ს მთავრობასთან არსებული პოლიტიკური ზეწოლის საპასუხოდ, ორივე კომპანიამ უამრავი პროექტი გააუქმა, რომლის ფარგლებშიც აშშ ჰონგ-კონგთან უნდა დაეკავშირებინათ.
კომენტარები