WhatsApp-მა ფოტოებისა და ვიდეოების ერთხელ ნახვის შემდეგ გაქრობის ფუნქცია გაუშვა
WhatsApp-მა თავის აპლიკაციას ახალი, "View Once" ფუნქცია დაუმატა, რაც იმას გულისხმობს, რომ გაგზავნილი ფოტოს ან ვიდეოს ნახვის შემდეგ ისინი ჩათიდან ავტომატურად ქრება. როცა ფოტოს ან ვიდეოს გზავნით, გაგზავნის ხილაკის მარცხნივ გამოჩნდება "1". მასზე დაწოლის შემდეგ ფოტოები ისე გაიგზავნება, რომ ადრესატი მის ნახვას მხოლოდ ერთხელ შეძლებს. ამასთანავე, ადრესატი მაინც დაინახავს, რომ ფოტო ასეა გამოგზავნილი, ამიტომ მხოლოდ ამის იმედზე ნუ იქნებით, ეს ფუნქცია მხოლოდ ისეთ ადამიანთან გამოიყენეთ, რომელსაც ენდობით, რომ ეკრანს სურათს არ გადაუღებს.
ამ ფუნქციაზე მუშაობის შესახებ მარკ ცუკერბერგმა ივნისში ისაუბრა და როგორც ჩანს, კომპანია მასზე თვეზე მეტი მუშაობდა.
მაგალითისთვის WhatsApp-მა გვაჩვენა, თუ როგორ შეიძლება სენსიტიური ინფორმაციის, მაგალითად Wi-Fi-ს პაროლის გაგზავნა ამ მეთოდით. რაღა თქმა უნდა, მას სხვა გამოყენებაც მოეძებნება, თუმცა ამ მხრივაც დაცული იქნებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ფუნქციის არსებობა კომფორტულია და სავარაუდოდ, ნელ-ნელა ფეისბუქის სხვა სერვისებშიც შევხვდებით.
კომენტარები