ყველაფერი, რაც ამ ეტაპზე iPhone 13 სერიის შესახებ ვიცით
რაც დრო გადის, უფრო მეტს ვიგებთ iPhone-ის მომავალი მოდელების შესახებ. ჩვენს დღევანდელ სტატიაში შევაჯამებთ აქამდე არსებულ ყველა ინფორმაციას, თუ როგორი იქნება iPhone 13 სერიის სმარტფონები.
თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ Apple 2021 წელს 2020-ის მსგავსად კვლავ 4 სმარტფონით წარსდგება ჩვენს წინაშე. ესენია: iPhone 13 mini, iPhone 13, iPhone 13 Pro, and iPhone 13 Pro Max.
დიზაინი
პირველი ცვლილება სმარტფონების დიზაინში კამერის მოდულს ეხება. ახალ iPhone 13-სა და iPhone 13 mini-ში ლინზები დიაგონალურად იქნება განლაგებული. აღსანიშნავია ისიც, რომ კამერის ჭრილები ზომაშიც გაიზრდება. ამასთანავე, უფრო დაბლა გადაინაცვლებს ღილაკები და SIM ბარათის უჯრა. რაც შეეხება დინამიკს, იგი მოწყობილობის ზედა ნაწილში აღმოჩნდება.
მაგრამ, ალბათ, მაინც ყველაზე თვალშისაცემი ცვლილება ზომაში შემცირებული ნოჩი გახლავთ, რომელიც ბოლო წლების მანძილზე iPhone-ის დიზაინის განუყოფელი ნაწილია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი მოდელები ჩვენს წინაშე ახალი ფერებით წარსდგება რომლეთა შორისაც სავარაუდოდ იქნება: matte black, black, silver, rose gold, sunset gold, orange.
ეკრანი
ეკრანის ზომები ახალ სმარტფონებში უცვლელი დარჩება, რაც შეეხება განახლების სიხშირეს, 2021 წელი ის განსაკუთრებული თარიღი იქნება, როცა Apple თავის პირველ 120 ჰერციანი განახლების სიხშირის მქონე მოდელებს წარადგენს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 120 ჰერციანი განახლების სიხშირე მხოლოდ Pro და Pro Max მოდელებს ექენებათ.
როგორც ცნობილია, ახალი სმარტფონები LTPO პანელით იქნება აღჭურვილი, რომელსაც OLED მატრიცის მსგავსი ფერები გააჩნია. თუმცა მასზე 5-15%-ით უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.
განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ სავარაუდოდ, ახალ iPhone-ებში AOD (Always On Display) ფუნქციაც გვექნება.
ბატარეა
ახალი მოდელის აიფონები გაზრდილი ბატარეის მოცულიბითაც გაგვანებივრებს. Soft battery technology-ის დამსახურებით, ახალი სერიის თითოეული სმარტფონს ადრინდელ მოდელებთან შედარებით უფრო მძლავრი ბატარეა ექნება, რაც მათ დიზაინზე გავლენას არ იქონიებს. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი iPhone 13 Pro Max მოდელში იქნება, რადგან მას მის წინამორბედთან შედარებით (IPhone 12 Pro Max) 18%-ით უფრო გაზრდილი ბატარეა ექნება (4352 mAh).
სპეციფიკაცია
დიდი ალბათობით Pro და Pro Max ვერსიები1 ტერაბაიტიანი მეხსიერებით იქნება აღჭურვილი.
რაც შეეხება ჩიპსეტს, IPhone 13 სერია 5 ნანომეტრიანი A15 Bionic ჩიპით იქნება ჩვენს წინაშე წარმოდგენილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Apple-მა 100 მილიონზე მეტი A15 ჩიპი შეუკვეთა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ iPhone 13 სერიაზე უფრო დიდი მოთხოვნა იქნება, ვიდრე iPhone 12-ზე.
iPhone 13-ის სერიის სმარტფონებს ექნებათ 5G მხარდაჭერაც და მათთვის განკუთვნილ 5G მოდემებს ყველასათვის კარგად ნაცნობი კომპანია Qualcomm დაამზადებს.
გამოსვლის თარიღი და ფასი
iPhone 13 სერიის სავარაუდო პრეზენტაციის თარიღი 2021 წლის 14 სექტემბერი გახლავთ, რის შემდეგაც, ეტაპობრივად ყველა ქვეყანაში დაიწყება მათი გაყიდვა.
რაც შეეხება ფასს, ვარაუდობენ, რომ ახალი მოდელების ფასი წინა წლის მოდელების მსგავსი იქნება ($699, $799, $999 $1,099).
კომენტარები