Google ძველ ანდროიდებზე ექაუნთის მიბმის საშუალებას აღარ მოგვცემს
თუ თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ რაიმე სმარტფონი, რომელიც Gingerbread-ზე, ანუ ანდროიდის 2.3.7 ვერსიაზე მუშაობს (წელს ანდროიდ 12 გამოდის), Google 20 სექტემბრიდან აღარ მოგცემთ უფლებას, რომ მას თქვენი Google-ის ექაუნთი დაუკავშიროთ.
"ჩვენი მიზანი ჩვენივე მომხმარებლების უსაფრთხოებაა, სწორედ ამიტომ Google-ის ანგარიშის დაკავშირება 2.3.7-ზე ან ანდროიდის უფრო დაბალ ვერსიაზე შესაძლებელი აღარ იქნება" — აცხადებს კომპანია.
თუ თქვენ 27 სექტემბრის შემდეგ ასეთ მოწყობილობაზე ექაუნთის შეყვანას მაინც გადაწყვეტთ, მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანის შემდეგ გუგლის ნებისმიერი სერვისი ერორს ამოგიგდებთ.
ანდროიდ 2.3.7 თითქმის 10 წლის წინ გამოვიდა და მისი დაცვის პროტოკოლები ზედმეტად მოძველებულია, უსაფრთხოების განახლებებიც, რაღა თქმა უნდა, აღარ ეხება.
გუგლის გადაწყვეტილებით ეს შეზღუდვა ყველა სერვისს არ შეეხება, მაგალითად, თუ თქვენი ანდროიდის ბრაუზერში გუგლის ექაუნთი შეყვანილი გაქვთ, მის გამოყენებას მაინც შეძლებთ, მაგრამ თუ თქვენი უსაფრთხოება გადარდებთ, მაშინ ეს რეკომენდირებული არ არის.
კომენტარები