ელიზაბეთ II ერთადერთი ადამიანია შოტლანდიაში, ვინც "მწვანე რეფორმას" თავი აარიდა
დედოფალმა ელიზაბეთმა, ახალი რეფორმის გატარებამდე, რომელიც ნახშირბადის ემისიების შემცირებას ემსახურება, საკუთარი კერძო მიწები კანონის ვალდებულებისგან გაათავისუფლა.
ეს პრივილეგია იმას ნიშნავს, რომ ელიზაბეთ II, რომელიც შოტლანდიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიწათმფლობელია, ერთადერთია ვინც კანონის წინაშე ვალდებული არაა განახლებადი ენერგიის მილსადენები გაიყვანოს თავის მიწაზე, შენობების გასათბობად.
პრივილეგია დედოფალმა პარლამენტური პროცედურის გამოყენებით მოიპოვა. ამ პროცედურას "დედოფლის თანხმობა" ჰქვია და 1700 წლიდან მოყოლებული ძალაშია.
შოტლანდიის პრემიერ მინისტრის, ნიკოლა სტარჯონის მთავრობამ დედოფლის მიერ მწვანე ენერგიის რეფორმის გვერდის ავლის მიზეზი არ გამოავლინა, როცა შოტლანდიელმა პოლიტიკოსმა ეს თემა პარლამენტურ დებატში წამოჭრა.
დედოფლის ეს გადაწყვეტილება სამეფო ოჯახის საჯარო იმიჯს და მათ კლიმატური კრიზისთან ბრძოლის მხარდაჭერას ეწინააღმდეგება. ცნობილია, რომ პრინცი ვილიამი და მისი მამა, პრინცი ჩარლზი ხალხს პლანეტის დაცვისკენ და დამაბინძურებლების ემისიების შემცირებისკენ მოუწოდებენ.
შოტლადიის მთავრობამ რეფორმის ინიციატივა კლიმატის საგანგაშო მდგომარეობის გამოსასწორებლად წარადგინა. გათბობის კავშირების რეფორმის სახელით ცნობილი ინიციატივის ფარგლებში, მთავრობა ემისიების შემცირებას, საწვავის კრიზისის შემსუბუქებასა და მეტი ეკომეგობრული სამუშაოს შექმნას ისახავდა მიზნად.
"შოტლანდიის მთავრობის პოლიტიკა ისაა, რომ კანონს ყველა უნდა ექვემდებარებოდეს, მონარქის ჩათვლით, იმ შემთხევევების გამოკლებით, როცა საფუძვლიანი და ლეგიტიმური მიზეზი არსებობს გამონაკლისის დასაშვებად ან რეფორმის შესაცვლელად. თუმცა, რეფორმის დასამტკიცებლად მონარქის თანხმობა აუცილებელია თუ რეფორმა მონარქის პირად ინტერესებს ან კერძო მიწებს ეხება - ახლა ზუსტად ეს მოხდა", — განაცხადა პრესსპიკერმა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები