არგენტინის მღვიმეში 100 000 წლის წინანდელი უზარმაზარი ვამპირი ღამურას ნაშთები აღმოაჩინეს
დადასტურდა რომ 100 000 წლის წინანდელი ყბის ძვალი უკვე გადაშენებულ გიგანტურ ვამპირი ღამურას სახეობას ეკუთვნის.
ღამურას ამ სახეობის Desmodus draculae-ს ყბის ძვლის აღმოჩენა ხელს უწყობს ისტორიაში მათ შესახებ არსებული სიცარიელის შევსებას და გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მათი გადაშენების შესახებ.
ღამურები ბუნებაში ძალზედ მრავალფეროვანი სახით არიან წარმოდგენილები. დღეს დღეობით ცნობილი ძუძუმწოვრების სახეობების 20%-ს სწორედ ღამურები წარმოადგენენ. თქვენ ალბათ იფიქრებთ რომ ოდენობიდან გამომდინარე მათი ნამარხები ძალიან ბევრი უნდა იყოს და შესაბამისად არც ევოლუციის ისტორიის გამოკვლევაც არ უნდა წარმოადგენდეს დიდ სირთულეს. მაგრამ სამწუხაროდ ასე არაა.
ღამურების ნამარხები ძირითადად შემთხვევაში ძალიან დაზიანებულია. ეს იმას ნიშნავს რომ თითოეული კარგად შემონახული ნამარხი ძალზედ ღირებულია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე ვამპირ ღამურებს ეხებათ.
"ტრანსილვანიისა და გრაფი დრაკულას ლეგენდიდან გამომდინარე ღამურების ეს ოჯახი ერთადერთია რომელიც ხალხში ცნობისმოყვრეობას აღვივებს, თუმცა სინამდვილეში ისინი მშვიდობიანი ცხოველები არიან რომლებიც ცხოველების ზოგჯერ კი ადამიანების სისხლით იკვებებიან.", — განაცხადა პალეონტოლოგმა მარიანო მაგნუსენმა, მირამარის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმის პალეონტოლოგიური ლაბორატორიის წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია ისიც რომ დღესდღეობით არსებული 1400 ღამურას სახეობიდან მხოლოდ 3-ია ვამპირი ღამურას ჯიშის (Desmodus rotundus, Diphylla ecaudata, Diaemus youngi), ხოლო Desmodus draculae ზომაში თითოეულ მათგანზე დიდი გახლდათ.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ფაქტი პალეონტოლეგებს Desmodus draculae-ს შესახებ მთელი რიგი ინფორმაციის დაგდენაში დაეხმარებათ, მაგალითად როგორი იყო მათი ცხოვრების წესი, რითი იკვებებოდნენ და რაც მთავარია რამ გამოიწვია მათი გადაშენება.
კომენტარები