TENGA, სექს-სათამაშოების იაპონური კომპანია კოსმოსურ რბოლაში ჩაბმას საკმაოდ უჩვეულო გზით აპირებს. ის ზრდასრულებისათვის განკუთვნილი პირველი კომპანია იქნება, რომელიც სექს-სათამაშოს გაგზავნის კოსმოსში და საფრენი აღჭურვილობის ნაწილის დაბრუნებასაც შეეცდება, რაც შეერთებულ შტატებს გარე კერძო კომპანიისათვის პირველი შემთხვევა იქნება.

მისია ნაწილობრივ სახალხო შემოწირულობით დაფინანსდა ვებსაიტ Campfire-ზე, საიდანაც 16,642.13 ამერიკული დოლარი მოიპოვეს. პროექტის განხორციელებას ხელს უწყობს კომპანია Interstellar Technologies (IST), რომელიც სამოქალაქო კოსმოსურ ფრენებს აწარმოებს და მიზნად ისახავს, კოსმოსი მეტად ხელმისაწვდომი გახადოს ფასების შემცირებით. გაშვება სავარაუდოდ ივლისსა და აგვისტოს შორის მოხდება ჰოკაიდოს კოსმოსური პორტიდან, ამინდის შესაბამისად.

მისია IST-ის რაკეტა MOMO-ის საშუალებით განხორციელდება, რომელსაც საფრენი აღჭურვილობის ჩაბარება 100 კილომეტრის სიმაღლიდან შეუძლია — პირობითი სიმაღლე, საიდანაც საყოველთაოდ ითვლება, რომ კოსმოსი იწყება.

კომპანიას საკმაოდ ამბიციური მიზანი აქვს: უნდა პირველმა შექმნას სექს-სათამაშო, რომელსაც კოსმოსში გამოიყენებენ. მოწყობილობა შესაძლოა ვაკუუმის სისტემით იყოს აღჭურვილი, რომელიც მოწყობილობიდან ლუბრიკანტისა და სპერმის მოცილებას შეძლებს — დაახლოებით იმის მსგავსად, როგორც კოსმოსური უნიტაზი აცილებს და ინახავს ექსკრემენტებს, სანამ დედამიწაზე ჩამოიტანენ.

"TENGA-ს რაკეტა ჩვენი ფანებისა და პროექტის მხარდამჭერების შეტყობინებებს წაიღებს კოსმოსში; სიყვარულისა და თავისუფლების წერილებს მთელი მსოფლიოს ხალხისგან, განურჩევლად ქვეყნის, რელიგიის, ასაკის, გენდერისა თუ სექსუალობის", — განუცხადა IFLScience-ს კომპანიის პრეზიდენტმა კოიჩი მაცუმოტომ.

რობოტი TENGA Robo და კვერცხ-ძაღლა რაკეტის მგზავრები იქნებიან.

ფოტო: Courtesy of TENGA

"ამასთან ერთად, რაც კომპანია დაარსდა, მტკიცედ მჯეროდა, რომ ბოლოს და ბოლოს TENGA-ის უზარმაზარი საჭიროება იქნებოდა კოსმოსში. სექსუალობა და სექსუალური მოთხოვნილებები ყოველთვის ჩვენი ნაწილია, მე კი მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა, რომელიც IST-ის დამაარსებელ მისტერ ჰორისთან შეხვედრით მომეცა, როგორც ჩვენი პირველი ნაბიჯი კოსმოსური პროდუქტის შექმნაში. ერთ დღეს შესაძლოა ისეთი პროდუქტიც შევქმნათ, რომელსაც ნასას მსგავი კომპანიებიც ჩართავენ მათ კოსმოსურ საქმეებში", — თქვა მაცუმოტომ.

კოსმოსისა და სექსის "ურთიერთობა" საინტერესო და კომპლექსური თემაა. ყურადსაღებია, რომ სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ დასავლურ კოსმოსურ სააგენტოებს ბევრი არ უსაუბრიათ. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ სექსუალური ცხოვრება ადამიანის ჯანმრთელობის ნაწილია, ხოლო თუ ხალხი უფრო და უფრო მეტ დროს გაატარებს დედამიწის გარეთ, ამის დაიგნორება უბრალოდ აბსურდი კი არა, სახიფათოც იქნება.

IFLScience დოქტორ ელეონორა არმსტრონგსა და აქვილ ტერმინაიტს გაესაუბრა, EXO-MOAN Studio-ის მკვლევარსა და დიზაინერს. მათ გამოკვეთეს, რომ სექსსა და კოსმოსს შორის კოსმოსური დაბრკოლების შემცირების მცდელობები ასეთი უჩვეულოც არ არის. მაგალითად, კოსმოსში საბჭოთა სექს-სათამაშოებიც ყოფილა ისევე, როგორც ექსპერიმენტული 2suit.

"შემოწირულობის მიღების ახალი წამოწყება მსგავსი დაფინანსების წარსულ ისტორიას წააგავს — მაგალითად, როცა 2015 წელს Pornhub წაუძღვა კამპანიას (წარუმატებლად) ვებსაიტ Indiegogo-ზე, რათა პორნო ჩანაწერი გაეკეთებინა კოსმოსში. მაშინ, როცა საშტატო კოსმოსურ სააგენტოებს სექსუალური შინაარსის პროექტების დაფინანსება დიდად არ სურთ, სახალხო შემოწირულობის აგროვება, რომელიც კერძო კოსმოსურ მისიებს ეხმარება, შესაძლოა ამის დღის წესრიგში შემოსატანი გზა იყოს", — უთხრეს IFLScience-ს ექსპერტებმა.