ბრიტანეთში იმდენად დაცხა, რომ ავტობუსის გაჩერება დალღვა და აალდა
ძლიერმა სიცხეებმა ბრიტანეთამდეც მიაღწია. ბრიტანეთის ნაციონალურმა მეტეოსადგურმა, Met Office-მა ექსტრემალური სიცხეების შესახებ გამაფრთხილებელი განცხადება პირველად გააკეთა. მიმდინარე კვირის განმავლობაში ბრიტანეთში, ზოგ ტერიტორიაზე 31,6°C დაფიქსირდა, თუმცა ექსპერტები ტემპერატურის ზრდას კიდევ ელიან. ჩრდილოეთ ირლანდიაში განგაში ისევ მოქმედებს, ტემპერატურის ზრდას 33 გრადუსამდე ელოდებიან.
ასეთი სიცხეები საშინელ მოვლენებს იწვევს. 19 ივლისს, Solihull-ში, მზეში მდგომი ავტობუსის გაჩერებაა აალდა და ლღვობა დაიწყო. დასვლეთ მიდლენდის სახანძრო სერვისმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლო, თუმცა ავტობუსის გაჩერება საგრძნობლად დაზიანდა.
ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა გაჩერების დადნობამ რამდენიმე კითხვა გააჩინა. როგორ გაუძლებს ორგანული შუშით დამზადებული სხვა თავშესაფრები ასეთ სიცხეებს.
რა ვიცით ამ შემთხვევასთან დაკავშირებით? რეალურად, ზუსტი პასუხი ჯერ არ გვაქვს, თუმცა ფიზიკოსებს რამდენიმე იდეა აქვთ. ყველაზე რეალისტური იდეა მაღალი ტემპერატურისა და მზის სხივების დაცემის კუთხის კომბინაციაა, რასაც აკრილის ფენამ, რომელიც აალებადია, ვეღარ გაუძლო. თუმცა, ამ გაჩერებების დამამზადებელი კომპანიის თქმით, მათი თქმით ეს შრეები 70 გრადუსამდე ტემპერატურას უძლებს, ხოლო იმისათვის, რომ ის აალდეს და წვა დაიწყოს, ამისათვის 200 გრადუსამდე გაცხელებაა საჭირო.
თუ მზის სხივები "სწორი" კუთხით ეცემა შუშაზე, შესაძლოა შიდა არეკლვა მოხდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხივები ორგანული შუშის შრეებში რამდენჯერმე აირეკლება, ეს კი გადახურებას ძალიან სწრაფად იწვევს.
კომენტარები