ეგზოჩონჩხის გამოყენებით, ხერხემლის დაზიანების მქონე ადამიანებს სიარული შეეძლებათ — კვლევა
ახალი მოწყობილობის, ეგზოჩონჩხის დახმარებით შეიძლება ნაწლავის მუშაობა გაუმჯობესდეს, ზურგის ტვინის დაავადების მქონე პაციენტებში. ასეთი პრობლემის მქონე ადამიანებს ორგანიზმის მოქმედება ხშირად, მოუწესრიგებელი აქვთ.
Cedars Sinai-ს თანახმად, ზურგის ტვინის დაზიანებამ შეიძლება დააზიანოს ის ნერვები, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმიდან მყარი ნარჩენების გამოდევნაზე. ამიტომ ეს მდომარეობა ხელს უშლის პიროვნებას "ნარჩენების გადამუშავებასა და მოშორების შესაძლებლობას".
Medicine Net-ში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ზურგის ტვინის დაავადების მქონე მამაკაცების მესამედს, შარდის ბუშტისა და ნაწლავების პრობლემა აწუხევდა, რაც ყველაზე თვალსაჩინო პრობლემა იყო.
მაგრამ პრობლემის მოგვარების გზები უკვე ნაპოვნია. ახლახანს ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, ფიზიკურმა აქტივობამ და ვერტიკალურმა პოზამ, შეიძლება გააუმჯობესოს ნაწლავების ფუნქციონირება. ამ მოწყობილობის დახმარებით პაციენტებს არა მხოლოდ ფეხზე დგომა, არამედ სიარულიც კი შეუძლიათ.
ეგზოჩონჩხის იმედმომცემი შედეგი კვლევას ეფუძნება, რომლის შედეგადაც 49 პაციენტიდან 36-მა ამ მოწყობილობის დახმარებით სიარული შეძლო.
"კვლევაში მონაწილეთა 24% აცხადებს, რომ გაუმჯობესბეული შედეგი აქვთ", — განაცხადა Medicine Net-ის ზურგის სტიმულაციის ცენტრის დირექტორმა, გეილ ფორესტმა.
"ჩვენი მიზანია ზურგის ტვინის ქრონიკული დაზიანებით დაავადებული ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ეს გამამხნევებელი შედეგი კი ხელს უწყობს მომავალი კვლევების განვითარებას", — დასძინა გორმანმა, სარეაბილიტაციო მედიცინის სამმართველოს უფროსმა.
მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ნაწლავის სწორი მოქმედება არა მხოლოდ ფეხზე დგომის საშუალებას იძლეოდა, არამედ სიარულისასაც. ზურგის სტიმულაციის ცენტრის კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ "ზურგის ტვინის დაზიანების მოგვარება აქამდე შეუძლებლად მიიჩნეოდა, თუმცა ეგზოჩონჩხის წყალობით ყველაფერი გამოსწორებადია".
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში — შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები