რეპერი ლილ უზი ვერტი აცხადებს, რომ გაზის გიგანტი ეგზოპლანეტის, WASP-127b-ის შეძენაზე მუშაობს, რაც ამგვარი შენაძენის ნამდვილად პირველი შემთხვევა იქნება.

სამწუხაროდ, უზის, რომელმაც აქამდე 24 მილიონ დოლარიანი ბრილიანტი ჩაისვა შუბლში და გრაიმსთან ერთად აღთქმა დადო, რომ მომავალ წელს "ღმერთების შესახებ ცოდნის" მოსაპოვებლად კომპიუტერულ ჩიპებს ჩაისვამდნენ ტვინში — შესაძლოა კოსმოსურ კანონში კარგად არ ჩაუხედავს, Insider-ზე დაყრდნობით. ექსპერტებმა სავაჭრო ბაზარს განუცხადეს, რომ ეგზოპლანეტის შეძენა კანონიერად შეუძლებელია (და, რომც ყოფილიყო, დიდი ალბათობით, უზი მაინც ვერ შეწვდებოდა). მიუხედავად ამისა, აბსურდული განაცხადი მნიშვნელოვან კითხვებს მაინც აჩენს იმის შესახებ, თუ ვინ ფლობს კოსმოსს (არავინ) და რამ შეიძლება შეცვალოს ეს.

წინასწარი გაფრთხილება

სიხლე, თუ ეს მართლაც სიახლეა, ოთხშაბათს გამომჟღავნდა, როდესაც გრაიმსმა ტვიტერზე არტისტისთვის WASP-127b-ის გადაცემის ციტირება მოახდინა და თქვა: "როგორც ჩანს, ლილ უზი ვერტი ამ პლანეტას ფლობს — უბრალოდ წინასწარ გაფრთხილებთ".

შემდეგ საუბარში უზიც ჩაება იმის სათქმელად, რომ ამაზე "ჯერ კიდევ მუშაობს" და შენაძენი სიურპრიზი უნდა ყოფილიყო. გრაიმსმა სხვა ტვიტი დაამატა: "ლილ უზი ვერტისათვის WASP-127b-ის ლეგალურად ფლობის დოკუმენტაცია თითქმის შესრულებულია — ეს დიდი ამბავია!"

კოქტეილის ხელსახოცის კონტრაქტი

სამწუხაროდ, თუ გრაიმსს და უზის რაიმე სახის გალაქტიკურ საბჭოსთან საიდუმლო შეთანხმებითი შეხვედრა არ ჰქონიათ, რა დოკუმენტაციაზეც არ უნდა საუბრობდეს ეს ორი, მას ისეთივე კანონიერი ფასი ექნება, როგორც "შეარქვი ვარსკვლავს შენი სახელი!" ტიპის მოწმობებს.

"თუ ვინმემ პლანეტა მიჰყიდა ან თვლის, რომ ამ პლანეტას ფლობს, ეს უბრალოდ არაა სიმართლე, ეს თაღლითობაა", — განუცხადა Insider-ს ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის კოსმოსური კანონის პროფესორმა ფრანს ვონ დერ დანკმა.

1967 წლის გარე სივრცის ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით საკმაოდ არაქმედითია, კვლავაც კრძალავს ნებისმიერი მთავრობისა თუ დედამიწელის მხრიდან დედამიწის გარე ტერიტორიის ფლობას.

"შეგიძლია მისცე ფული, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ყოველთვის ეცდებიან კომპანიები რაღაცების გაყიდვას — თუ შენით ფულის შოვნა შეუძლიათ, მაშ, რატომაც არა? ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლეგალურად აღიარებულია", — განუცხადა Insider-ს მაკგილის საჰაერო და კოსმოსური კანონის ინსტიტუტის დირექტორმა რამ ჯახუმ.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.