ტესლას სრულად თვითმართვადი ავტომობილი თვეში ძალიან ძვირი დაჯდება
სახელწოდებისდა მიუხედავად, მახასიათებლის საშუალებით მანქანა ავტონომიური მაინც არ იქნება.
ტესლამ მისი "სრულად თვითმართვადი" (FSD) პროგრამული კომპლექტის გადასახადი ოფიციალურად წარადგინა და, უნდა აღინიშნოს, რომ იგი მცირე სრულებითაც არ გახლავთ.
დამატებითი მახასიათებლის საშუალებით მანქანას ბილიკის შეცვლა და კომპლექსური მიმოსვლის გზაჯვარედინზე მოძრაობა შეუძლია, მისი მოხმობა კი შორი მანძილიდანაა შესაძლებელი.
აქამდე თვისების გააქტიურება ერთჯერადი გადასახადით 10 ათას დოლარად შეიძლებოდა, ახლა კი ტესლა იგივე კომპლექტს თვეში 199 დოლარადაც გვთავაზობს, ან 99 დოლარად ტესლას იმ მფლობელთათვის, ვინც ახლა უკვე შეჩერებული, გაძლიერებული საავტოპილოტე პაკეტი უკვე შეიძინა.
ეს ძალიან დიდი თანხაა — დაახლოებით იგივე, რასაც მეორადი მანქანის დაქირავებაში გადაიხდიდით — თანაც გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მახასიათებელი ტესლას ავტომობილებს კვლავაც არ აძლევს საშალებას, საკუთარი თავი ბოლომდე მართონ, მისი სახელწოდებისდა მიუხედავად.
ყურადღებიანი მძღოლები
სანამ მეხუთე დონის ავტონომია — ნამდვილად თვითმართვადი ავტომობილი — ტესლას საგზაო რუკაზეა, Electrek-ზე დაყრდნობით, მძღოლები კვლავაც მზად უნდა იყვნენ მოქმედებისათვის ნებისმიერ დროს, თუნდაც სისტემა ჩართული იყოს.
"მახასიათებლები ავტომანქანას ავტონომიურად არ აქცევს და ისინი აბსოლუტურად ყურადღებიან მძღოლს საჭიროებენ, რომელსაც ხელები საჭეზე აქვს", — გაიმეორა ტესლამ ახალი საგადასახადო სერვისის წარდგენისას.
ტესლას ავტომანქანები სრულად თვითმართვადი კომპიუტერით (3,0 ან მეტი) აღჭურვას საჭიროებს, აპარატურის განახლება კი 1 500 დოლარი დაჯდება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს თვითმართვადი პროგრამის წინა ვერსიებთან შედარებით მნიშვნელოვანი წინსვლაა, მომავალი, რომელშიც მშვიდად ჯდომა და ნეტფლიქსის ყურება შეგვეძლება, კვლავაც მრავალი წლით შორსაა და, ალბათ, ასეთივე დიდი ფინანსებითაც.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
კომენტარები