ახალი ინფორმაციით მომავალ iPhone-ებს Always-On Display ექნება
Bloomberg-ის თქმით, 2021 წლის iPhone-ებს ისეთივე Always-On Display ექნება, როგორიც Apple Watch-ებსა და ანდროიდებს აქვთ.
მარკ გურმანის თქმით, ახალ აიფონებს გაუმჯობესებული ელემენტი, უფრო პატარა კუნძული, კიდევ უფრო კარგი ვიდეოს გადაღების რეჟიმი და 120 ჰერციანი განახლების სიხშირის მქონე ეკრანი ექნება. ასევე, მომავალი აიფონები Apple-ის A15 პროცესორებით აღიჭურვებიან.
ახალი ინფორმაცია აქამდე გავრცელებულ ხმებს ემთხვევა. ეფლის ყველაზე ცნობილი ანალიტიკოსის, მინგ-ჩი კუოს თქმით, მინიმუმ ერთი iPhone მაინც გამოვა LTPO ტიპის 120 ჰერციანი ეკრანით.
ეს ინფორმაცია გააჟღერა მაქს ვეინბახმაც წლის დასაწყისში და აღნიშნა, რომ Apple ახალ აიფონებში დაბალ ტემპერატურაზე დამუშავებულ პოლიკრისტალური ოქსიდის (LTPO) ეკრანებს გამოიყენებს.
iPhone-ების სიახლეებთან ერთად მარკ გურმანმა ისიც თქვა, რომ Apple ახა; MacBook Pro-ებს ამ შემოდგომაზე, სექტემბერსა და ნოემბერს შორის წარადგენს.
კომენტარები