ილონ მასკმა ცოტა ხნის წინ Twitter-ზე ანიმაციური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მისი ცნობილი Cybertruck მონაწილეობს. ანიმაცია, როგორც ჩანს, პოსტაპოკალიპტურ მსოფლიოს ეხება, სადაც რობოტები ქუჩებში ტყვიამფრქვევებით დარბიან.

როდესაც Cybertruck ამ ბინძურ ქუჩებში მიემართება, მეორე მანქანის ფანჯრიდან ქალი ტყვიამფრქვევს ისვრის და რამდენიმე რობოტს ანადგურებს. ამავდროულად მძღოლი ამბობს: "მე მიგიყვან პირდაპირ ბომბამდე", რასაც მოსდევს "მშვიდად იყავი, მარტივი საქმეა".

ვიდეოში ისიც ჩანს, თუ როგორ ანადგურებს Cybertruck რობოტებს და სხვა ბარიერებს ბომბისკენ მიმავალ გზაზე. საბოლოოდ, იგი მიაღწევს დანიშნულების ადგილს და უშვებს ჯაჭვს, რომელიც დამაგრებულ ბომბს ეჭიდება და კლდისკენ მიათრევს მას.

"სიბნელე ახლოვდება. დროა, ან ახლა, ან არასდროს. უბრალოდ გააკეთე ეს" — ამბობს მძღოლი კიდევ ერთხელ, როდესაც Cybertruck კლდის ნაპირისკენ მიემართება. ამის შემდეგ იგი კლდიდან ჰაერში ფრინდება, სადაც მას გიგანტური წრიული მორევი ელოდება. მორევისკენ მიმავალ გზაზე ბომბი ფეთქდება, ვიდეო სრულდება და გვიტოვებს იმის ინტერესს, თუ რა დაემართება მძღოლსა და მანქანას.

ასევე იხილეთ: ნახეთ — Tesla Cybertruck ნიუ-იორკის ქუჩებში გამოჩნდა და საგზაო წესებიც დაარღვია

მასკმა ვიდეოს აღწერაში Cybrrrtruck დაწერა. ეს ბევრს არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, თუ რა იყო მისი მოტივაცია ამ ანიმაციის გაზიარებისას.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ანიმაციაში ნაჩვენები რობოტები ძალიან ჰგავს Boston Dynamics-ის რობოტებს. შეიძლება თუ არა ეს ნიშნავდეს იმას, რომ ილონ მასკს Boston Dynamics-ის ხელში ჩაგდება უნდა? ალბათ ასე არაა, თუმცა ამაზე დაფიქრება მაინც ღირს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.