RDR2 მოთამაშეებს ცხოველების შესწავლაში ეხმარება
წარმატებულ ვიდეოთამაშს Red Dead Redemption 2-ს (RDR2) გადაჰყავხართ მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდის დასავლეთში. მოთამაშეებს შეუძლიათ გაძარცვონ მატარებლები, ესროლონ მოწინააღმდეგე ბანდის წევრებს, მოიპარონ ცხენები და ა.შ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა RDR2-ის მოთამაშეებმა ცხოველების შესახებაც ბევრი იციან.
მკვლევრებმა საერთო ჯამში 55 სხვადასხვა ქვეყნიდან 586 მოხალისე გამოკითხეს, საიდანაც 444 RDR2-ს თამაშობდა, კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თამაშის გამოცდილების მქონე პირებს უკეთესად შეუძლიათ რეალურ
ცხოვრებაში ცხოველების იდენტიფიცირება.
RDR2-ში არსებული ცხოველების რაოდენობა დაახლოებით 200-მდეა, მათ შორის ძaლიან იშვიათი და ასევე გადაშენებული სახეობებიც არიან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ცხოველები თამაშში ზუსტად ისე იქცევიან, როგორც რეალურ ცხოვრებაში მოიქცეოდნენ.
"RDR2 საკმაოდ მაღალი დეტალიზიციის მქონე თამაშია, რაც, რაღა თქმა უნდა,
ცხოველებზეც აისახება. ცხოველების უმრავლესობა არამარტო რეალისტურად
გამოიყურება და იქცევა, არამედ ურთიერთქმედებს ერთმანეთთან. მაგალითად
ოპოსუმები თავს იმკვდარუნებენ, არწივები კი გველებს იტაცებენ", — ამბობს
გარემოსდაცვითი სოციალური მეცნიერი და ანთროზოოლოგი სარა კროული,
დიდი ბრიტანეთის ეგზითერის უნივერსიტეტიდან საუბრისას.
მოხალისეებს ფოტოებზე, საერთო ჯამში, 15 ცხოველი უნდა ამოეცნოთ, რომელთა
შორისაც იყვნენ: თეთრკუდიანი ირემი, ჩრდილოამერიკული კურდღელი, ტბის
ზუთხი, ამერიკული თხა-ანტილოპა, მწვანე იგუანა, ამერიკული ხარბაყაყი,
ლურჯი ჯეი, ვარდისფერი ჟერო.
15 ქულიანი ქვიზიდან RDR2-ის მოთამაშეები საშუალოდ 10 ქულას იღებდნენ
ხოლო, ისეთი მოხალისები, რომლთაც ამ თამაშის გამოცდილება არ ჰქონდათ 7-ს.
გარდა ცხოველების სახეობების და მათი ქცევების ცოდნისა მოთამაშეებმა ისიც კი
იციან, რომელი სახეობაა გადაშენების პირას მყოფი. ასე, რომ ვიდეო თამაშებს ბევრი დადებითი და საგანმანათლებლო თავისებურებებიც აქვს.
კომენტარები