ნახეთ: კამერამ გამჭვირვალე რვაფეხას იშვიათი კადრი დააფიქსირა
მკვლევრებმა ერთთვიან ექსპედიციაში ოკეანის საგების 30 000 კვადრატული კილომეტრი შეისწავლეს.
საზღვაო მეცნიერებმა გამჭვირვალე კანის მქონე შუშისებრი რვაფეხას ფოტოსურათები წყნარი ოკეანის წყალქვეშა მთების გამოკვლევისას მოიპოვეს, რითიც მკვლევრებს მოუხელთებელი ზღვის ქმნილებისათვის თვალის შევლების იშვიათი შანსი მისცეს.
რვაფეხას, სახელად Vitreledonella richardi, მხოლოდ რამდენიმე ხილვადი დეტალი აქვს — ოპტიკური ნერვი, თვალის კაკლები და მომნელებელი ტრაქტი — რომელთა ასახვაც, მიუხედავად მათი არსებობის შესახებ 100-ზე მეტწლიანი ცოდნისა, მაინც დიდი იშვიათობაა.
პირდაპირ კადრთა ნაკლებობიდან გამომდინარე, მკვლევრებს ცხოველის შესწავლა მტაცებელთა მუცლის შიგთავსიდან ამოღებულ ნიმუშთა გაანალიზების საფუძველზე მოუწიათ.
საზღვაო მეცნიერები საკვლევ გემს შმიდტის ოკეანის ინსტიტუტისთვის უძღვებიან, რომელიც ოკეანოგრაფიულ საკვლევ ჯგუფს წარმოადგენს და ფენიქსის კუნძულების არქიპელაგთან ჩატარებული ექსპედიციის ფარგლებში, აღნიშნული რვაფეხას ორჯერ დაფიქსირება მიეწერება.
მკვლევრებმა 34 დღე მოანდომეს ოკეანის საგების 30 000 კმ2-ზე მეტი ფართობის მაღალ გარჩევადობაში ასახვას და ხუთი დამატებითი წყალქვეშა მთის საკვლევი ვიდეოჩანაწერიც შემოგვთავაზეს.
კომენტარები