Android 12 თამაშის საშუალებას აპლიკაციის გადმოწერის პროცესშიც მოგცემთ
Google-მა Android 12-ის ახალი ფუნქცია გაგვაცნო: შეგვეძლება ვითამაშოთ თამაში იმ დროსაც, როცა ჯერ კიდევ ვიწერთ აპლიკაციას. დიდი მოცულობის თამაშებისთვის ეს ფუნქცია ძალიან ხელსაყრელი იქნება. ეს ნიშნავს, რომ არ მოგვიწევს თამაშის გადმოწერისთვის ლოდინი, პირდაპირ გადავალთ აპლიკაციაში და დავიწყებთ თამაშს.
ქვემოთ მოცემული Google-ის GIF-ის საშუალებით შეგიძლიათ შეიქმნათ წარმოდგენა იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეგეძლებათ თამაშში შესვლა.
Google ამბობს, რომ "ზოგიერთი თამაში უკვე მზად არის იმისთვის, რომ მინიმუმ 2-ჯერ უფრო სწრაფად მაინც გაიხსნას."
Google-ის თანახმად, ახალი ფუნქცია იმ აპლიკაციებში იმუშავებს, რომლებიც იყენებენ Play Asset Delivery system-ს. თუ ისინი ამ სისტემას გამოიყენებენ, დეველოპერებს სიახლისთვის მორგების მიზნით, აღარაფრის გაკეთება დასჭირდებათ.
Google-მა ეს სიახლე Games Developer Summit 2021-ზე გააჟღერა, რომელიც 12-დან და 13 ივლისის ჩათვლით იმართება. ღონისძიებაზე, Google-მა Android 12-ისთვის დააანონსა ახალი თამაშის დაფა, რომელიც გაგვიმარტივებს წვდომას ისეთ პროგრამებზე, რომლებიც გვეხმარებიან გამოსახულების დაფიქსირებასა და ჩაწერაში.
გარდა ამისა, Android 12 უამრავ ახალ და დიდ ცვლილებას შემოიტანს Android-ში, მაგალითისთვის ახალ დიზაინს.
კომენტარები