ბოლო 15 საათში 700 000 ელვა — კანადაში სიცხისგან გამოწვეული მდგომარეობა უარესდება
კანადაში სიცხის მატებასთან ერთად, იმატებს სხვადასხვა სახის პრობლემებიც. ანომალიურმა სიცხეებმა გამოიწვია ხანძრის კერების გაჩენა, ცეხლის გაძლიერებას კი ხელი შეუწყო ძლიერმა ქარმა(71კმ/სთ). ამ ძლიერი ხანძრების მსხვერპლი აღმოჩნდა სოფელი ლიტონი, რომელიც მთლიანად დაიწვა, 486 ადამიანი კი დაიღუპა.
ხანძრებით გამოწვეულმა უზარმაზარმა ღრუბლებმა, რომლებმაც ძალიან დიდი ტერიტორიები მოიცვა, ერთ ღამეში დაახლოებით 710 000 ელვა წარმოშვა. ეს საშიში ღრუბლები, სახელწოდებით cumulonimbus flammagenitus, ქმნიან სითბოს წყაროს, რაც აძლიერებს ხანძრებს.
ოთხშაბათს, ვაისალას მეტეოროლოგმა კრის ვაგასკიმ, ტვიტერში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ელვის აღმომჩენმა ქსელმა, დააფიქსირა 710 117 ელვა, მხოლოდ 15 საათში, 30 ივნისის შუადღის შემდეგ და 1 ივლისის გამთენიისას. ეს არის კანადის ყოველწლიური ელვის 5%, Gizmodo-ს კვლევაზე დაყრდნობით.
მონაცემების მიხედვით, ამ ელვებიდან 112 803 დედამიწას მოხვდა მეხის სახით.
4 ივნისის მდგომარეობით, კანადაში საგანგებო სიტუაციის პერსონალი 180-ზე მეტ ხანძარს ებრძვის და აქტიური ხანძრების დაახლოებით 70%, სავარაუდოდ, მეხის დარტყმამ გამოიწვია.
წლევანდელ სითბურ ტალღას, ამინდის ეროვნულმა სამსახურმა, "ისტორიული, საშიში, გახანგრძლივებული და უპრეცედენტო" უწოდა.
კომენტარები