ჩინეთი უდაბნოში 119 საიდუმლო სარაკეტო შახტას აშენებს
კომერციული სატელიტური ფოტოების გამოკვლევის შედეგად დგინდება, რომ ჩინეთი, გობის უდაბნოს ტერიტორიაზე, ქალაქ იუმენთან ახლოს 119 სარაკეტო შახტას აშენებს.
The Washington Post აღნიშნავს, რომ ექსპერტები შეშფოთებულები არიან, რადგან, დიდი ალბათობით, ჩინეთი თავის ბირთვულ შესაძლებლობებს აფართოვებს. სარაკეტო შახტები, რომლებსაც ჩინეთის კომუნისტური მთავრობა იუმენის მახლობლად აშენებს ძალიან გავს სხვა ტერიტორიაზე განლაგებული ბირთვული რაკეტების გამშვებ შახტებს.
ახალმა სარაკეტო ბადემ შესაძლოა ძლიერ გაზარდოს ჩინეთის ბირთვული შესაძლებლობები, თუმცა ჯერ უცნობია ზუსტად რამდენი რაკეტის შენახვა შეეძლებათ ახალ შახტებს. ვაშინგტონპოსტის თქმით, ეს რიცხვი შესაძლოა საკმაოდ დაბალი იყოს, რადგან ჩინეთს ცრუ შახტების შენებაც ჩვევია, რაც ერთგვარ დაშინების მცდელობად შეიძლება აღვიქვათ.
"თუ დავითვლით, დღეს ჩინეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით 145 ახალ სარაკეტო შახტას აშენებს" — განუცხადა მკვლევარმა ჯეფრი ლუისმა The Washington Post-ს
ეს ამბავი მას შემდეგ გავრცელლდა, რაც პენტაგონმა ჯერ კიდევ აპრილში გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება იმის შესახებ, რომ ჩინეთი მასიურად აფართოვებს კონტინენთაშორისი ბალისტიკური რაკეტების არსენალს.
ჯეფრი ლუისის თქმით, ახალი შახტები DF-41 ტიპის რაკეტებისთვის შენდება. ამ კონკრეტული კონტინენთაშორისი ბალისტიკური რაკეტის ფრენის მანძილი 15 000 კილომეტრს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავისუფლად მიწვდება ამერიკის შეერთებულ შტატებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი აქტიურად აფართოვებს თავის ბირთვულ არსენალს, ეს ჯერ კიდევ ძალიან ნაკლებია იმასთან შედარებით, რასაც ამერიკა და რუსეთი ფლობენ. ამ ორ ქვეყანას ჯამში 11 000-ზე მეტი ბირთვული რაკეტა აქვთ.
კომენტარები