TikTok გრძელი ვიდეოების დადების უფლებას ყველა მომხმარებელს მისცემს
TikTok-ების ხანგრძლივობა იზრდება. აქამდე ვიდეოს ლიმიტი 1 წუთი იყო, დღეიდან კი ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, რომ სოციალურ ქსელში სამჯერ უფრო დიდი, სამ წუთიანი ვიდეოები განათავსონ. შემოქმედებს ექნებათ მეტი საშუალება, რათა გადაიღონ კრეატიული და განსხვავებული ვიდეოები, თუმცა მათ ძალიან უყვარდათ 1 წუთიანი ვიდეოები, სადაც ამბავი დაუსრულებლი იყო და ბოლომდე გასარკვევად მომდევნო ვიდეოს ნახვაც გვიწევდა, რაც ნახვების და რეაქციების რაოდენობას საგრძნობლად ზრდიდა — უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ტრენდს ტიკტოკერები მაინც არ დაივიწყებენ.
სამწუთიანი ვიდეოები დეკემებრის მერე იტესტებოდა და ზოგიერთ მომხმარებელთან უფრო ადრე გამოჩნდა. ვიდეოების ახალი განგრძლვივობით კარგად სარგებლობენ ის ადამიანები, რომელთა ვიდეოებიც მზარეულობას ეხება. დღეიდან კი ახალი ფორმატით ვიდეოების გადაღებას ყველა მომხმარებელი შეძლებს.
TikTok-ს არ უთქვამს თუ როგორ იმოქმედებს ხანგრძლივი ვიდეოები რეკომენდაციების ალგორითმზე. თუმცა, თუ პარალელს იუთუბთან გავავლებთ, პლატფორმის ზრდასთან ერთად ფორმატის ზრდაც ბუნებრივია. YouTube-ზე საშუალო ვიდეოს ხანგრძლივობა უკვე 10 წუთზე დიდია, მათ ალგორითმი ისე შეცვალეს, რომ მომხმარებელი საიტზე უფრო დიდხანს გაჩერდეს და მეტი კონტენტი ნახოს. სავარაუდოდ ტიკტოკის გეგმებში ვიდეოების ასეთი გაზრდა არ შედის, თუმცა 3 წუთი ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ თითოეული ჩვენგანი აპლიკაციაში კიდევ უფრო მეტ დროს გაატარებს.
კომენტარები