ახალი აღმოჩენა: ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა სიცოცხლე 518 მილიონი წლის წინ
გიფიქრიათ დროში მოგზაურობაზე და იმის ნახვაზე, თუ როგორი იყო დედამიწა მილიონობით წლის წინ? მიუხედავად იმისა, რომ დროში მოგზაურობა ჯერ არ შეგვიძლია, მეცნიერებმა აღმოაჩინეს უძველესი ნამარხი, სადაც წარმოუდგენლად ძველი სიცოცხლის ნაშთებია შემონახული.
აღმოჩენა გაკეთდა კუნნმინგის მახლობლად, ჩინეთის სამხრეთ პროვინციაში. მეცნიერებმა ნაშთების შესწავლის შემდეგ დაასკვნეს, რომ ის 518 მილიონი წლით თარიღდება და კამბრიულ პერიოდს ეკუთვნის. კვლევა Nature Ecology and Evolution-ში გამოქვეყნდა.
ნაშთები არა მხოლოდ ყველაზე ძველია, რაც აქამდე არის ნაპოვნი, არამედ ყველაზე მრავალფეროვანიცაა. ის შეიცავს ადრეულ ხერხემლიან სიცოცხლის და სხვა რბილ სხეულებრივი ორგანიზმების ნიმუშებს, რომლებიც ოკეანეებში ცხოვრობდნენ.
მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფმა სამარხში უკვე 118 სახეობა გამოავლინა, რომელთაგან 17 აქამდე აღმოჩენილი არ იყო. ესენი არიან კიბოსნაირების, ჭიების, წყალმცენარეების, თანამედროვე მწერების და ადრეული ხერხემლიანების წინაპრები.
მეცნიერებმა ნარჩენებში რბილი ქსოვილების გამოვლენაც შეძლეს. ეს ეხმარება მკვლევრებს შეისწავლონ სხეულის ნაწილებს, რომლებიც აქამდე არასოდეს უნახავთ.
"ასეთი ადრეული სიცოცხლის მსგავსი ნიმუშები აქამდე არასდროს გვინახავს", — ამბობენ მკვლევრები.
ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ თემატური ვიდეო:
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები