ხელოვნური ინტელექტი, როგორც პროგრამისტი მეწყვილე — OpenAI-ის ახალი მექანიზმი
ახალი AI მექანიზმი, რომელის გამოც პროგრამისტი მეწყვილე შეიძელება აღარ დაგჭირდეთ.
GitHub-ისა და OpenAI-ის ინფორმაციით, მათ ახალი AI მექანიზმის — GitHub Copilot-ის საცდელი ვერსია გამოუშვეს. ბლოგპოსტში GitHub-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნეთ ფრიდმანმა, მექანიზმს წყვილი პროგრამერი უწოდა, რომელსაც შეუძლია კოდიდან შეადგინოს კონტექსტი და პროგრამისტს ახალი ფუნქციები შესთავაზოს, რათა დაეხმაროს მას იპოვოს ახალი გზები პრობლემების გადასაჭრელად და პროექტის სწრაფად დასასრულებლად.
წარმოვიდგინოთ ორი პროგრამისტი, რომელიც მუშაობს საერთო პროექტზე. მუშაობის პროცესში ისინი ცდილობენ გამოასწორონ შეცდომები და დააჩქარონ პროექტის დასრულება. ამ გამოგონებით GitHub-ს უნდა, რომ ამ პროგრამისტთა წყვილში ერთი პროგრამისტი იყოს AI მექანიზმი. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი OpenAI-სგან მას შემდეგ, რაც Microsoft-მა 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო მასში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის იყო არაკომერციული ორგანიზაცია, ახლა კი ორგანიზაციას აქვს მიზნები დახურული მოგებისთვის. Microsoft ასევე GitHub-ის მფლობელიცაა (პროგრამა, რომელშიც არის უამრავი კოდი და მას იყენებს უამრავი პროგრამისტი).
Copilot მუშაობს ღია AI Codex-ზე, რომელიც GPT-3 -ის (Generative Pre-trained Transformer 3), შთამომავალია, ღია AI ალგორითმებზეა აგებული. GPT-3-მა შექმნა გლობალური სიახლე, მაგალითად მაშინ, როცა ხელოვნურ ინტელექტში ადამიანის მსგავსი წერის უნარის დემონსტრირება შეძლო, 2020 წელს. ეს მოხდა უამრავი პარამეტრის წყალობით, რომლებსაც ვიყენებთ სიტყვების, ფრაზებისა და წინადადების დასაკავშირებლად.
Copilot-ის კომერციული ვერსია რამოდენიმე თვეში შეიძლება გაეშვას, ისევე, როგორც GPT-3 გახდა ხელმისაწვდომი კომერციული მიზნებისთვის, გასულ წელს. Copilot მრავალ პროგრამულ ენასთან არის თავსებადი, მაგრამ ყველაზე კარგად Python-თან, JavaScript-თან, TypeScript-თან, Ruby-სთნ და Go-სთან მუშაობს. ხოლო თუ Copilot-ით დაინტერესდით, მომლოდინეთა რიგებს შეგიძლიათ შეუერთდეთ.
კომენტარები