ის რომ ჩვენი სამყარო, ვიღაცის ან სულაც რაღაცის მიერ შექმნილი სიმულაცია შეიძლება იყოს, ბევრ მოაზროვნეს და მეცნიერს დასაშვები ჰგონია.

სულ რამდენიმე წლის წინ ადამიანის მიერ შექმნილ კომპიუტერულ თამაშებს ძალიან პრიმიტიული გრაფიკა ჰქონდა. ახლა, დახვეწილ გრაფიკასთან ერთად, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებიც გვაქვს. VR ჩაფხუტის გაკეთების შემდეგ, ძალიან მარტივია დაიჯერო, რომ ვირტუალური რეალობა ნამდვილია.

და რა იქნება მომავალში? თუ ჩვენ დამაჯერებელი ვირტუალური რეალობის შექმნის პოტენციალი გვაქვს, მაშინ რა ვიცით, რომ იგივე ოდესღაც სხვებმაც არ შეძლეს და ახლა ჩვენც ერთ-ერთ ასეთ სიმულაციაში არ ვიმყოფებით?

დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ კომპიუტერულ სიმულაციებზე და რეალობაზე. ამ ყველაფერში კი ჩვენი სტუმარი ნეირონის ხელოვნური ინტელექტის აკადემიის რექტორი, ლევან ბოძაშვილი დაგვეხმარება.

SoundCloud

PodBean

Google Podcasts

Spotify

Pocket Casts

Apple Podcasts