Microsoft-ის აპლიკაცია აგიხსნით, რას უწუნებს თქვენს კომპიუტერს Windows 11
Windows 11 გუშინწინ გამოვიდა და როგორც პრეზენტაციიდან გავიგეთ, მის დაყენებას ნებისმიერ კომპიუტერზე/ლეპტოპზე ვერ შევძლებთ. ეს კი იმითაა გამოწვეული, რომ ახალ ოპერაციულ სისტემას ოპერირებისთვის განსაკუთრებული პირობები სჭირდება.
იმისათვის, რომ უკეთ აგვიხსნას, რას უწუნებს ჩვენს კომპიუტერს Windows 11, Microsoft-მა PC Health Check App განაახლა. აპლიკაცია დეტალურ ინფორმაციას მოგვცემს იმ შემთხვევაში, თუ Windows 11-ის დაყენება თქვენს მოწყობილობაზე შეუძლებელი გახდება. აპლიკაციის გადმოწერა აქედან შეგიძლიათ.
როგორც ცნობილია, იმისათვის, რომ ახალ ვინდოუსზე გადახვიდეთ, საჭიროა ოპერაციული სისტემის მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. Windows 11 უკვე 64 ბიტიან პროცესორს, 4GB მინიმალურ ოპერატიულ მეხსიერებასა და 64GB შიდა მეხსიერებას ითხოვს.
აპლიკაცია PC Health Check App აქამდეც არსებობდა, თუმცა, ის მხოლოდ მოკლე შეტყობინებას გვთავაზობდა იმის შესახებ, რომ ჩვენი მოწყობილობა ახალი სისტემისთვის შესაბამისი არ იყო. ახლა კი ის ერთგვარ მითითებებს და შეიძლება ითქვას, ირიბ რჩევებსაც კი მოგვცემს იმის შესახებ, თუ რისი გაუმჯობესებაა საჭირო ჩვენს კომპიუტერში, უახლესი ოპერაციული სისტემით სარგებლობისთვის.
მიუხედავად განახლებისა, ზოგ მითითებაში აპლიკაცია ისევ ზედაპირულია და ამომწურავ პასუხს არ გვაძლევს. მაგალითად, "პროცესორი არ გიწყობს ხელს" არ არის კონკრეტული პასუხი კითხვაზე როგორი პროცესორი მჭირდება იმისათვის, რომ ოპერაციული სისტემა გამოვიყენო. თუმცა, შესაძლოა ეს კომპონენტი Microsoft-მა კიდევ უფრო დახვეწოს.
კომენტარები