Microsoft წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების გასამართად ემზადება.

დღეს, ჩვენი დროით 19:00 საათზე, Windows 11-ს ვიხილავთ.

Windows 10 2015 წლის 29 ივლისს გამოვიდა. მას შემდეგ 6 წელი გავიდა, თუმცა სისტემას სტაბილური დღემდე არ ეთქმოდა. როგორც ჩანს, Microsoft-მა ეს ნაბიჯიც სწორედ ამიტომ გადადგა. ამასთანავე, კომპანიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, საიდანაც გავიგეთ, რომ 2025 წელს Windows 10-ს მხარდაჭერა შეუწყდება.

Microsoft-ს სიახლე სასიცოცხლოდ ჭირდებოდა და ტექნოლოგიურმა გიგანტმაც არ დააყოვნა.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ღონისძიების დაწყებას და გავიგოთ თუ რას წარადგენს დღეს მაიქროსოფტი.