სოციალურ მედიის მომხმარებლები Google Street View-ს მიერ გადაღებულ ფოტოებს ავრცელებენ, სადაც მათი დაღუპული ახლობელი ადამიანები ჩანან.

Google Street View ამერიკაში 2007 წელს გაეშვა და მას შემდეგ მთელი მსოფლიოც მოიცვა.

პოსტი პირველად ტვიტერზე, მომხმარებელმა "Fesshole" გაავრცელა, რომელმაც სხვებსაც სთხოვა მსგავსი ისტორიების მოყოლოა.

პოსტს გამოხმაურება მალევე მოჰყვა და სხვადასხვა ადამიანებმა თავიანთი ისტორიების გაზიარება დაიწყეს.

Google Street View-ში უცნაური ადგილების ან დროში გაყინული უცნაური კადრებს ძებნა ერთგვარ ტრენდად იქცა.

მხოლოდ TikTok-ზე 660 მილიონი ვიდეო იძებნება, რომელზეც Google Stret View ჰეშთეგათაა მონიშნული.