აღმოაჩინეს მცირე ზომის პლანეტა, რომელიც შიდა მზის სისტემისკენ მოემართება
ჩვენი მზის სისტემის ზღვარი სავსეა საოცარი ობიექტებით და ახლა ერთი მათგანი შიდა მზის სისტემისკენ მოემართება.
ასტრონომებმა აღმოაჩინეს მცირე ზომის პლანეტა, რომელიც მზესთან ახლოს ჩაივლის და ეს მისი ძალიან გრძელი — 600 000 წლიანი ორბიტის ხარჯზე. ინფორმაციას New Atlas ავრცელებს. ამით დედამიწას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ის საკმაოდ მოგვიახლოვდება, რასაც ასტრონომებმა "ინტიმური შეხვედრა" უწოდეს. ბოლოს როდესაც ობიექტმა დედამიწას ასე ახლოს ჩაუარა, ნეანდერტალელები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ.
მცირე პლანეტა მზეს 11 ასტრონომიული ერთეულით მიუახლოვდება
2014 UN271-ად წოდებული ასტრონომიული ობიექტი მხოლოდ ახლახან აღმოაჩინეს, როდესაც 2014-2018 წლებში მიღებულ მონაცემებს ამუშავებდნენ. მისი დიამეტრი დაახლოებით 100-370 კილომეტრია. კომეტისთვის ეს ზედმეტად დიდია.
"ობიექტი კომეტისთვის გიგანტია, მას შეგვიძლია ჯუჯა პლანეტა ვუწოდოთ", — თქვა ასტრონომმა სემ დინმა.
2014 UN271-ში ყველაზე საინტერესო მისი მზის გარშემო ტრაექტორიაა. მას შეგვიძლია ექსცენტრიულიც ვუწოდოთ. მისი ორბიტა მზის სისტემის შიდა და გარე არეალებზეა გადაჭიმული. მზისთვის სრული წრის დასარტყმელად მას 612 190 წელი სჭირდება.
ჩვენ მისი დანახვა მაშინ შეგვეძლება, როდესაც დედამიწას ყველაზე ახლოს ჩაუვლის. მცირე პლანეტა უკვე ახლოს არის მზესთან, ვიდრე ნეპტუნი და ეს დაახლოებით 29.7 ასტრონომიული ერთეულით. ცნობისთვის, ერთი ასტრონომიული ერთეული დედამიწასა და მზეს შორის არსებული დისტანციის ექვივალენტურია. ობიექტი სულ უფრო გვიახლოვდება, მხოლოდ შვიდი წლის განმავლობაში 7 ასტრონომიულ ერთეულს დაფარავს. ის მზეს ყველაზე ახლოს 2031 წელს ჩაუვლის და დისტანცია 11 ასტრონომიული ერთეული იქნება.
მცირე პლანეტა 60 000 ასტრონომიული ერთეულით დაგვშორდება
ასტრონომების თქმით, მცირე პლანეტა კომეტის მსგავს "კუდს" დატოვებს. ეს ბუნებრივი პროცესია, როდესაც მზესთან ახლოს ჩავლისას ყინულოვანი მასალა ორთქლდება. თუ ყველაფერი თეორიის მიხედვით წარიმართება, ასტრონომები ფასდაუდებელი შესაძლებლობით ისარგებლებენ და შეეძლებათ მზის სისტემის კიდედან მოსული ობიექტის შესწავლა. თუმცა, სამწუხაროდ, მოყვარული ასტრონომები მძლავრი ტელესკოპის გარეშე ობიექტს ვერ დააფიქსირებენ.
ამ ყველაფრის შემდეგ კი, რაც მცირე პლანეტა მაქსიმალურად მოგვიახლოვდება, ის კვლავ თავის ორბიტას გაუდგება და მთლიანობაში 60 000 ასტრონომიული ერთეულით დაგვშორდება. და ეს დაშორება კვლავ 612 190 წელი გაგრძელდება.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები