ბილაინი საქართველოში 5G ქსელის ასამოქმედებლად ინფრასტრუქტურის მზადებას იწყებს
ბილაინი 5G ქსელისთვის საჭირო ინფრსტრუქტურაზე იწყებს მუშაობას.
როგორც ირკვევა, კომპანიამ გასულ კვირას NOKIA-სთან 10 მილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კონტრაქტის ფარგლებში გაუმჯობესდება 4G ინტერნეტის სიჩქარე, გაიზრდება მისი დაფარვის ზონა და ამავდროულად, შეიქმნება 5G ქსელისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა.
"ახალი ტექნოლოგიების დანერგვას NOKIA-სთან ერთად დავიწყებთ და ვიმედოვნებ, რომ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უკვე შევძლებთ კონკრეტული შედეგების დანახვას", — აცხადებთ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, კაან თერზიოღლუ.
კომპაანის აღმასრულებელმა დირექტორმა, კაან თერზიოღლუმ ამის შესახებ BM.GE-სთან ისაუბრა. მისი განცხადებით, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით გაორმაგდება 4G ინტერნეტის სიჩქარე. ასევე, ქვეყანაში ნელ-ნელა მოეწყობა ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ საქართველომ 5G ქსელე გადასვლა შეძლოს.
"ვიმედოვნებ, ჩვენი კომპანია გააგრძელებს სახელმწიფოსთან ერთად მუშაობას, რათა ინტერნეტი უფრო მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი, რაც, საბოლოოდ, უზრუნველყოფს საქართველოს მეტ კონკურენტუნარიანობას", — ამბობს კაან თერზიოღლუ.
შეგახსენებთ, რომ აბონენტების ბაზრის 26% საქართველოში სწორედ ბილაინს უკავია. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, თუმცა მათი თქმით, უფრო მნიშვნელოვანია თუ რას აკეთებს კომპანია საქართველოს ეკონომიკისთვის.
5G ქსელის შექმნა ნებისმიერი ქვეყნისთვის მშნიშვნელოვანია. 5G ერთ-ერთი მოწინავე ტექნოლოგიაა, რომლის მეშვეობითაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაც შეიძლება. სხვაობა 4G-სა და 5G-ს სიჩქარეს შორის იმდენად დიდია, რომ ის ნებისმიერ სფეროს, რომელიც სამუშაოდ ინტერნეტს იყენებს, გაცილებით აასწრაფებს.
კომენტარები