Facebook რეკლამებს ვირტუალურ რეალობაშიც ჩააშენებს
Facebook რეკლამების ვირტუალურ რეალობაში განთავსებას იწყებს. ეს ალბათ სიურპრიზი არავისთვის ყოფილა. ფეისბუქი Oculus-ის მფლობელია და ვირტუალური რეალობის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
ეს ამბავი ერთი შეხედვით საკმაოდ უცნაურად ჟღერს. წარმოიდგინეთ, თქვენ ვირტუალურ სამყაროში ხართ, მონსტრებს ებრძვით ან რაიმე სხვა საქმით ხართ დაკავებული და ამ დროს, თქვენ თვალწინ რეკლამა ხტება, რომელსაც თავს ვერანაირად აარიდებთ. ეკოსისტემა მთლიანად ფეისბუქს ეკუთვნის და იმისათვის, რომ Oculus Quest 2 აამუშაოთ, ფეისბუქის ავტორიზაციაც გავლილი უნდა გქონდეთ.
ტექნოლოგიური გიგანტის თქმით, ვირტუალურ რეალობაში რეკლამების გამოჩენა პირველ რიგში დეველოპერებისთვის იქნება მომგებიანი. სტუდიები, რომლებიც ვირტუალური რეალობისთვის ქმნიან თამაშებს, სარგებლის მიღებას ჩაშენებული რეკლამებიდანაც შეძლებენ.
Facebook აცხადებს, რომ ამით VR მოწყობილობების ფასებიც დაეცემა და მეტად ხელმისაწვდომი გახდება, ასევე გაიზრდება დაინტერესება დეველოპერების მხრიდან და ამ კუთხით უფრო მეტ თამაშსა თუ პროგრამასაც ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ფეისბუქის Oculus Quest 2-ის ფასი 300 დოლარია.
კომენტარები