ჩაფხუტი, რომელიც თქვენს აზრებს წაიკითხავს, სულ რაღაც 50 000 დოლარი ეღირება
Kernel კალიფორნიაში დაარსებული სტარტაპია, რომელიც, სულ მალე, 50 000 დოლარიანი ჩაფხუტების გაყიდვას დაიწყებს. ჩაფხუტს ტვინის იმპულსების წაკითხვა შეუძლია.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩაფხუტი თქვენს აზრებს წაიკითხავს, თუმცა არა პირდაპირი გაგებით.
ტვინის ნეირონული იმპულსების წამკითხავი მოწყობილობები აქამდეც არსებობდა, თუმცა ისინი ზომაში ბევრად უფრო დიდი და კომპლექსურებია.
Kernel-ს სურს, რომ ასეთი აპარატურა მასებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ასევე, მათი თქმით, 50 000 დოლარიანი ჩაფხუტი დაეხმარებათ ისეთ მკვლევრებს, რომლებსაც უფრო ძვირიან, პროფესიონალურ დანადგარებზე არ აქვთ წვდომა.
კომპანიის ფუტურისტული ჩაფხუტი, Flow, რეალურ დროში იწერს ტვინიდან მიღებულ ინფორმაციას, ამისათვის კი ლაზერებს იყენებს. იმისათვის, რომ ჩაფხუტი მუშა მდგომარეობაში მოვიდეს, მხოლოდ USB-C და კომპიუტერი დაგჭირდებათ.
ჩაფხუტიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენება მრავალმხრივ შეიძლება. მკვლევრებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ტვინის დაბერების პროცესები, სხვადასხვა მენტალური დაავადებები და ასევე, ფსიქოდელიური ნივთიერებების ეფექტები ტვინზე.
კომენტარები