შექმნეს ხელოვნური კანი, რომელიც გარეგნულად ისევე "ზიანდება", როგორც ბუნებრივი
მეცნიერების ჯგუფმა ახალი ხელოვნური კანი შეიმუშავა, რომელიც გამოყენებული იქნება რობოტებისთვისა და პროთეზირებული კიდურებისთვის. რაც მნიშვნელოვანია, დაზიანების შემთხვევაში ის ისევე "გალურჯდება", როგორც ბუნებრივი კანი სისხლჩაქცევების დროს.
იმ შემთხვევაში თუ ასეთ ხელოვნურ კანს დაარტყამთ ან დაპრესავთ ის გაააქტიურებს ფერად ჰიდროგელს, რომელიც ქმნის დიდ მეწამულ ლაქას, თითქოს იქ მართლაც სისხლჩაქცევებია — ზუსტად როგორც ადამიანის შემთხვევაში. კვლევა Chemical Society journal-ში გამოქვეყნდა.
ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ინჟინრები, ხელოვნური კანის მიღმა, ელიან რომ ეს განსაკუთრებით სასარგებლო იქნება "რბილი" რობოტებისთვის ან იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ატარებენ პროთეზირებულ კიდურებს და არ აქვთ სენსორული უკუკავშირი იმისთვის, რათა იცოდნენ, რომ რაღაცას შეეჯახნენ, ან პოტენციურად დაუზიანდათ კიდური.
რაც შეეხება კანს, მას მკაცრი წნევა სჭირდება, რომ სისხლჩაქცევები გამოიწვიოს — ადამიანს, რომელსაც პროთეზირებული ფეხი აქვს, დაზიანების შემთხვევაში დიდხანს ლოდინი არ მოუწევს და შედეგი მალევე აისახება.
ამ ეტაპზე, ხელოვნური კანი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. შემქმნელებს მიაჩნიათ, რომ მათი პროდუქტი მალე ფართო ხმარებაში ჩაეშვება.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები