NASA სატესტო მისიის ფანტომისთვის სახელის მოფიქრებაში დახმარებას თქვენ გთხოვთ
NASA თავისი Artemis I მისიისთვის ემზადება, თუმცა კოსმოსურ სააგენტოს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩა და იგი საზოგადოებას სთხოვს დახამრებას.
მომავალი მისია, რომლის გაშვებაც ნოემბრის დასაწყისში იგეგმება, შემდგომი ეკიპაჟიანი მისიის სატესტო გაშვება იქნება. ეკიპაჟიანი მისიის ფარგლებში კი მთვარეზე რეალურ ადამიანებს გაგზავნიან. იქამდე, მომზადების მიზნით, NASA მთვარეზე Orion კოსმოსური ხომალდით უსახელო სასწავლო ფანტომს გაგზავნის — მისი სახელის მოსაფიქრებლად კი ხალხს სთხოვს დახამრებას. საზოგადოებას აქამდე ნომინირებულ რვა სახელს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. ხმის მიცემა დღეს NASA-ს Twitter-ზე, Facebook-სა და Instagram-ზე იქნება შესაძლებელი.
ნომინირებულ სახელებს წარმოადგენენ ეისი, კამპოსი, დელოსი, დუარტი, მონტგომერი, რაიჯელი, შექლტონი და უორგო. თითოეული მათგანი ან აბრევიატურას აღნიშნავს, ან რაიმე სხვას. მაგალითად, დელოსი იმ ადგილს ეწოდება, სადაც, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, არტემისი და ორიონი დაიბადნენ, ეისი კი "არტემისის ეკიპაჟის მკვლევრის" აბრევიატურაა (Ace — Artemis Crew Explorer).
უსახელო სასწავლო ფანტომზე აქამდე უკვე ჩაატარეს რამდენიმე ტესტი, თუმცა იქამდე, სანამ NASA მას კოსმოსში გაუშვებს, იგი სენსორებით აღიჭურვება, რომლებიც მას რადიაციის დონის დადგენაში დაეხმარება და ასევე გაზომავს იმ გავლენას, რაც, შეიძლება, მძლავრმა ვიბრაციებმა და და აჩქარებამ იქონიონ ეკიპაჟის რეალურ წევრზე კოსმოსური ფრენის დროს.
კომენტარები