ადამიანის სიზმრებში რეკლამის განთავსება სურთ — ექსპერტების გაფრთხილება
მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ კომპანიებს ჩვენი "სიზმრები სურთ" და ამაზე უკვე მუშაობენ კიდევაც. ძილის 40-მა მკვლევარმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომლითაც კანონმდებლებს მოუწოდებენ დაარეგულირონ "მიზნობრივი სიზმრის ინკუბაცია (TDI)", ნათქვამია Science Magazine-ში. წერილში აღნიშნულია, რომ მსხვილი კორპორაციები, როგორიცაა Coors და Burger King აქტიურად ცდილობდნენ პოტენციური მომხმარებლების "სიზმრების ინჟინირებას".
"ეს სერიოზული საკითხია. ადამიანების გონებაში პროდუქტის რეკლამირებისთვის სიზმრების დანერგვა, არაეთიკურია და მისი დაშვება არ შეიძლება. ადამიანის სიზმარი კორპორაციებისთვის რეკლამის განსათავსებელი მორიგი პლატფორმა არ უნდა გახდეს", — ნათქვამია მკვლევრების წერილში.
წერილის ავტორებს მაგალითად მოჰყავთ შემთხვევა, როდესაც მოლსონ ქორსმა — Coors-ის, Blue Moon-ისა და Miller-ის მშობელმა კომპანიამ გამოიყენა TDI რეკლამირება ხალხის სიზმრებზე ზემოქმედებისთვის.
ცნობისთვის, Molson Coors-ის თანახმად მათ მოხალისეებს "სიზმრების აღმძვრელი ვიდეო" აყურებინეს. ვიდეო ძილის მეცნიერების მიერ არის შექმილი, რომელიც შეიცავს სხვადასხვა სურათებს, ხმებს და რა თქმა უნდა, Coors-ის პროდუქტს.
ამასთან, მოხალისეები Coors-ის 12 პაკეტს საჩუქრად მიიღებდნენ, თუ ამავე ვიდეოს მეგობრებასაც აყურებინებდნენ. ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ.
თქვენს სიზმრებში კორპორაციების შემოღწევა კიბერპანკის სიუჟეტს ჰგავს, მაგრამ როგორც ვხედავთ ეს შეიძლება რეალურიც გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ სიზმრების ინჟინერია ამჟამად მომავალთან ასოცირდება. ძილის მკვლევარები გვაფრთხილებენ, რომ ამან შეიძლება საშიში ფორმები მიიღოს.
"ადვილი წარმოსადგენია სამყარო, რომელშიც მსგავსი ტექნოლოგიები გახდებიან ინსტრუმენტები, რომლებიც ჩვენს ფსიქიკაზე და სიზმრებზე იმოქმედებენ", — ნათქვამია წერილში.
ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ და ვნახოთ ექნებათ თუ არა წერილზე რეაქცია კანონმდებლებს. თუ მკვლევრები მართლები არიან, გამოდის, რომ მომავალში ჩვენი სიზმრები შეიძლება საფრთხის ქვეშ იყოს.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები