გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის ატომურმა ელექტროსადგურმა გაჟონა
როგორც CNN იუწყება, გასულ კვირას აშშ-მ ჩინეთში ტაიშანის ატომური ელექტროსადგურის გაჟონვის შესახებ ფრანგული კომპანიისგან მიიღო წერილი. კომპანია Framatome სადგურის ნაწილს ფლობს და მის მართვაშიც იღებს მონაწილეობას.
გაფრთხილებაში აღნიშნული იყო "გარდაუვალი რადიოლოგიური საფრთხე". Framatome-ს წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ ჩინეთის უსაფრთხოების ორგანო გუანდუნის პროვინციაში, ატომური ელექტროსადგურის გარშემო რადიაციის დასაშვები ზედა ზღვრის გაზრდას აპირებს. მათი მტკიცებით, ამ ქმედების მიზანი სადგურის დახურვის თავიდან აცილებაა.
ამ საკითხის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. "ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, სადგური უსაფრთხოების პარამეტრების ფარგლებში მოქმედებს. ჩვენი გუნდი მდგომარეობის შესაფასებლად და ნემისმიერი პოტენციური პრობლემის გადაჭრის გზების მოსაძიებლად შესაბამის ექსპერტებთან ერთად მუშაობს", — განუცხადა აქამდე CNN-ის Framotomo-მ.
ტაიშანის ატომურ ელექტროსადგურს ორი 1 570 მეგავატიანი ევროპული ჰერმეტული რეაქტორი (EPR) აქვს, რომელიც, Framatome-ს მფლობელი კომპანიის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მძლავრი რეაქტორია. მას შეუძლია დაახლოებით 24 ტერავატი საათში ელექტროენერგიის გენერირება ყოველწლიურად და ერთ წელიწადში იგი დაახლოებით 21 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის გაფრქვევის პრევენციას ახდენს.
EPR ტექნოლოგია ჩინეთის სადგურს EDF ჯგუფმა და Framatome-მ მიაწოდა. ტაიშანის სადგური ყველაზე დიდი პროექტია, რომელიც ჩინეთისა და საფრანგეთის თანამშრომლობით ხორციელდება ენერგიის სექტორში.
კომენტარები