ნახეთ ვიდეო: 2 700-დოლარიანი რობოძაღლი, რომელიც ყველგან გამოგყვებათ და არ დაიკარგება
Boston Dynamics ერთადერთი კომპანია არაა, რომელიც ფუტურისტულ, შინაურ ცხოველებზე მიმსგავსებულ რობოტებს ქმნის. ჩინური კომპანია — Unitree Robotics, წლებია ასეთ რობოტებს ქმნის და გასულ კვირას თავისი ახალი ქმნილება წარმოგვიდგინა — Unitree Go1. ეს ძაღლისმაგვარი, ოთხ ფეხზე მოსიარულე რობოტია, რომელიც ბოსტონ დაინამიკსის რობოტებთან შედარებით ($74 500) გაცილებით იაფი, 2 700 ამერიკული დოლარი ღირს.
რას გვაძლევს Go1?
როგორც სადემონსტრაციო ვიდეოდან ვიგებთ, მისი გამოყენება მხოლოდ მეგზურად შეიძლება, რომელსაც ერთი ბოთლი წყლის ტარება შეუძლია. ეს რამდენად პრაქტიკულია, თქვენ გადაწყვიტეთ, თუმცა Unitree აცხადებს, რომ მათი მიზანი რობოტების ისეთივე პოპულურ და ხელმისაწვდომ გაჯეტებაც ქცევა სურთ, როგორიც სმარტფონები და დრონებია.
კომპანია თავის საიტზე ბევრ ინფორმაციას არ გვიზიარებს. რაც ვიცით არის ის, რომ რობოტის სამი მოდელი გამოვა. ყველაზე იაფიანი ვერსია, Go1 Air — 2 700 დოლარი ეღირება, Go1-ის ფასი 3 500 დოლარს მიაღწევს, ხოლო ტოპ ვერსია Go1 Edu-ს ფასი 8 500 ამერიკული დოლარი იქნება.
Unitree-ს ელემენტის ხანგრძლივობის შესახებ არაფერი უთქვამს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ Boston Dynamics-ის რობოტი, Spot სულ რაღაც 90 წუთი ძლებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩინური კომპანიის მიერ გაჟღერებული, "მთელი დღის კომპანიონი" ცოტათი გადამეტებულია.
კომენტარები