აღმოაჩინეს გალაქტიკების "გიგანტური რკალი", რომელსაც კოსმოლოგიაში გადატრიალების მოხდენა შეუძლია
მეცნიერების თქმით, აღმოაჩინეს გალაქტიკების გიგანტური რკალი, რომელიც კოსმოლოგიის სტანდარტულ მოდელს დაუპირისპირდება. ასტრონომთა ჯგუფს მიაჩნია, რომ გალაქტიკების განლაგება, რომელსაც მათ "გიგანტური რკალი" უწოდეს, კოსმოსში 3,3 მილიარდი სინათლის წელზეა გადაჭიმული. ინფორმაციას Science News ავრცელებს. თუ ეს ასეა, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მიღებულ მოსაზრებას, რომ სამყაროში მატერია ყველგან ნაწილდება.
ალექსია ლოპესმა, კოსმოლოგმა, რომელიც იმ ჯგუფის წევრი იყო, ვინც აღმოჩენა გააკეთა, ისაუბრა ვირტუალურ პრესკონფერენციაზე ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების შეხვედრაზე და მიღებული შედეგებიც სწორედ აქ გამოაქვეყნა.
"ეს კოსმოლოგიაში გადატრიალებას მოახდენს. ამით ჩვენი სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელი იშლება", — თქვა ლოპესმა.
ასტრონომები ამ დასკვნამდე 40 000 კვაზარის სინათლის დაკვირვების შემდეგ მივიდნენ. ამ შორეული კვაზარების შუქი კოსმოსში გადაადგილდება და საბოლოოდ დედამიწამდე აღწევს, გზად კი გალაქტიკების გარშემო ატომებსა და საგნებს "ითვისებს".
ლოპესის გუნდმა სწორედ ასეთი უნიკალური სინათლის დაფიქსირება და დაკვირვება შეძლო. ეს სინათლე ქმნის ერთგვარ რკალს, რომელიც დაკვირვებადი სამყაროს ერთ მეთხუთმეტედზეა გადაჭიმული.
ქვემოთ მოცემულია მკვლევრების დასკვნების სურათი (გიგანტური რკალი არის ღიმილის ფორმის მრუდი სურათის შუა ნაწილში).
აღსანიშნავია, რომ აღმოჩენას, ჯერ კიდევ გადამოწმება სჭირდება. როგორც ექსპერტები ამბობენ, მკვლევრები შეიძლება ცდებოდნენ, თუმცა თუ ეს ყველაფერი დადასტურდება, კოსმოლოგიაში ბევრი რაღაცა მართლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
კომენტარები