ჯეფ ბეზოსი პირველი იქნება, ვინც კოსმოსში საკუთარი კომპანიის რაკეტით გაფრინდება
და თან ძმასაც წაიყვანს.
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
Amazon-ის CEO და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი — ჯეფ ბეზოსი კოსმოსში საკუთარი კომპანიის Blue Origin-ის მიერ წარმოებული რაკეტით გაფრინდება. ეს 20 ივლისს მოხდება და როგორც ცნობილია, Blue Origin-ის პირველი პილოტირებული ფრენისას ბეზოსი თან თავის ძმას, მარკსაც წაიყვანს.
აქამდე ცნობილი იყო, რომ კომპანია პირველ პილოტირებულ ფრენას 20 ივლისს გეგმავდა, თუმცა ბორტზე თვითონ ჯეფ ბეზოსისა და მისი ძმის ყოფნის შესახებ ცოტა ხნის წინ, მილიარდერის მიერ ინსტაგრამზე გავრცელებული ვიდეოდან შევიტყეთ.
ვიდეოში ბეზოსი აღნიშნავს, რომ კოსმოსში გაფრენა მისი ცხოვრების ოცნება იყო და მისთვის მნიშვნელოვანი იქნება, ამ ოცნების ასრულებისას გვერდით თავისი ძმა ჰყავდეს.
კომენტარები