არაერთი გაჟონილი ინფორმაციის შემდეგ, Google-მა დააადასტურა, რომ სულ მალე ბაზარზე Google Pixel Buds-ის შედარებით ხელმისაწვდომი ვერსია — Pixel Buds A გამოვა და მისი ფასი $99 იქნება.

Pixel Buds A-ს IPx4 წყლისგან დაცვა ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირე წვიმისგან ან შემთხვევითი წყლის გადასხმისგან ყურსასმენი დაცული იქნება. ელემენტი მუსიკის სმენის რეჟიმში 5 საათს გაძლებს, საუბრისას კი ყურსასმენი 2,5 საათში დაჯდება. Google გვპირდება, რომ ქეისსთან ერთად ყურსასმენი 24 საათის განმავლობაში გაგვიძლებს. 3 საათი მუსიკის მოსმენასა და 1,5 საათი საუბარს სულ რაღაც 15 წუთით დატენვის შემთხვევაში შევძლებთ.

სამწუხაროდ, ყურსასმენ აქტიური ხმის ჩამხშობი არ ექნება, თუმცა პასიურად შემომავლი ხმების დახშობას ის მაინც იდეალურად შეძლებს. ყურსასმენის ფასი, როგორც უკვე აღვნიშნეთ 99 დოლარი იქნება, რაც ნამდვილად კარგია. აქვე შეგახსენებთ, რომ სტანდარტული Pixel Buds-ის ფასი 179 დოლარია.