"აღმოაჩინე, დაუკავშირდი, ითანამშრომლე" — ინფლუენსერ მარკეტინგული პლატფორმა echolize
თანამედროვე სარეკლამო ინდუსტრიაში ინფლუენსერ მარკეტინგი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. ეს აპრობირებული და წარმატებული მეთოდია, რომელიც გეხმარებათ თქვენი ბრენდი პოტენციურ მომხმარებლებს ციფრული არხებისა და მათთვის ნაცნობი სახეების დახმარებით გააცნოთ.
საქართველოში ინფლუენსერ მარკეტინგული ინდუსტრიის განვითარებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი სააგენტო echolize-მა გადადგა, რომელიც 2017 წელს შეიქმნა უკვე 4 წელია, რაც ქართულ ბაზარზე წარმატებით ოპერირებს.
"აღმოაჩინე, დაუკავშირდი, ითანამშრომლე", — ეს სიტყვები echolize.com-ს გამოხატავს. სააგენტოს გუნდმა პლატფორმაზე მუშაობა 2018 წელს დაიწყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პლატფორმის მიზანია ბრენდებს შესთავაზოს მონაცემებზე დაყრდნობილი სერვისი, რომელიც ბრენდებსა და ინფლუენსერებს წარმატებულ თანამშრომლობაში დაეხმარება.
იმისათვის, რომ ბრენდებსა და კრეატორებს შორის პროცესები კიდევ უფრო ავტომატიზირებული და შედეგიანი ყოფილიყო, პლატფორმა განახლდა და მომხმარებელს ახალი შესაძლებლობები შესთავაზა.
"დღეიდან echolize.com- ზე ყველა ბრენდსა თუ მარკეტერს 10 დღის მანძილზე დამოუკიდებლად შეუძლია სრულიად უფასოდ გამოიყენოს პლატფორმის ყველა მონაცემი, დაგეგმოს სასურველი კამპანია, აღმოაჩინოს 400+ ინფლუენსერი, გაეცნოს მათ პროფილებს, მონაცემებს და მათზე დაყრდნობით წინასწარ ნახოს კამპანიის მოსალოდნელი შედეგი", — ამბობს თამუნა მათნაძე, echolize-ის ქოფირაითერი.
პლატფორმაზე ორი სახის კამპანიის შექმნაა შესაძლებელი:
Public Campaign — მომხმარებელს შეუძლია განათავსოს ბრიფი და გაფილტროს ინფლუენსერები მათი რაოდენობის მიხედვით.
Private Campaign — თუ მომხმარებელს სურს, რომ კამპანიაში მოიწვიოს კონკრეტული ინფლუენსერი, შესაძლებლობა აქვს მონიშნოს სასურველი კრეატორის პროფილი და დავალება გაუგზავნოს მხოლოდ მას.
პლატფორმის შექმნის გარდა, ინფლუენსერების დადებითი გამოცდილების უზრუნველსაყოფად echolize-ის გუნდმა შექმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც ბრენდებისა და ინფლუენსერების თანამშრომლობას უფრო სწრაფსა და კომფორტულს ხდის.
"აპლიკაციით შეთავაზებებს ბევრად მეტი ინფლუენსერი ნახულობს, რაც მეტია მათი რაოდენობა, მით მეტია კონკრეტულ კამპანიაში მათი ჩართულობის მაჩვენებელი. შესაბამისად, კამპანიაც მეტად შედეგიანია. გარდა ამისა, აპლიკაცია ბრენდს დროის დაზოგვაში ეხმარება", — ამბობს თამუნა მათნაძე, echolize-ის ქოფირაითერი.
კომენტარები