iOS-ის განახლების შემდეგ, აშშ-ში მომხმარებელთა 96% აპლიკაციებს ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავს
ეს დიდი დარტყმაა ფეისბუქისთვის.
iOS 14.5 აპრილის ბოლოს გამოვიდა და ის მომხმარებლებს საშუალებას გვაძლევს ამოვირჩიოთ, ექნებათ თუ არა აპლიკაციებსს უფლება შეაგროვონ ჩვენი პირადი ინფორმაცია და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოგვიგზავნონ ჩვენზე მორგებული სხვადასხვა რეკლამები თუ შეთავაზებები.
Verizon Media-ს მფლობელობაში არსებული ანალიტიკური კომპანია Flurry ავრცელებს სტატისტიკას, რომ ამერიკის მოსახლეობის მხოლოდ 4-მა პროცენტმა დართო აპლიკაციებს ნება შეეგროვებინათ მათი ინფორმაცია, შესაბამისად კი, 96% აპლიკაციებს ამ შესაძლებლობას უზღუდავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვია, ერთი მხრივ, როგორც ჩანს, მომხმარებლები რეალურად ზრუნავენ თავიანთ უსაფრთხოებაზე, მეორე მხრივ კი ეს სერიოზული დარტყმაა სოციალური ქსელების გიგანტებისთვის. ამის საწინააღდმეგოდ ფეისბუქმა კამპანიაც წამოიწყო და კომპანიამ მომხმარებლების გაფრთხილება დაიწყო.
Flurry-ს განცხადებით, სტატისტიკა მათ 2,5 მილიონ მოწყობილობაზე დაკვირვებით შეადგინეს. ამერიკის მოსახლეობის მხოლოდ 4-მა პროცენტმა დართო ნება აპლიკაციებს შეეგროვებინათ მათი პირადი ინფორმაცია, ხოლო გლობალურად ეს რიცხვი შედარებით მაღალია და ამის უფლებას პროგრამებს მომხმარებელთა12 პროცენტი აძლევს.
ასევე იხილეთ: თქვენი პერსონალური ინფორმაცია ყოველდღიურად იყიდება — Apple, ახალი ფუნქციით, ამის შეჩერებას აპირებს
კომენტარები