Rolls-Royce ულტრამდიდრულ, სრულად ელექტრო Silent Shadow-ზე მუშაობს
მდიდრული ავტოკომპანიას — Rolls-Royce-ს ახალი, გასაოცარი პროექტი აქვს, ულტრამდიდრული, სრულად ელექტრო Silent Shadow.
Rolls-Royce-ის მომხმარებელთათვის ახალი ავტომობილი საავარაუდოდ მომდევნო რამდენიმე წელიწადში გახდება ხელმისაწვდომი. სიახლეს Automotive News ავრცელებს.
Rolls-Royce-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტორსტენ მიულერ-ოტვოსმა, ბლუმბერგთან საუბარში განაცხადა, რომ ელექტრიფიკაცია Rolls-Royce-ს იდეალურად ერგება.
"ელექტრო ძრავს ძალის მომენტალურად მიწოდება შეუძლია და ამავდროულად ის ჩუმია. როლს-როისი ხმამაღალი ძრავებითა და გამოსაბოლქვი სისტემით არასდროს გამოირჩეოდა, ეს ჩვენი სტილი არ არის," — ამბობს ტორსტენ მიულერ-ოტვოსი.
ელექტრომობილებზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება და ამ სეგმენტში მდიდრული ავტომობილების დიდი არჩევანი ნამდვილად არ არის. Rolls-Royce სწორედ ამ სეგმენტს აითვისებს.
კომენტარები