ახალი რეკორდი — Xiaomi-ის Mi 11 Pro 0-დან 100%-მდე 8 წუთში დაიტენა
ალბათ ყველას გქონიათ მომენტი, როცა თქვენი სმარტფონი კრიტიკულ მომენტში ჯდება და ითიშება, დატენვას კი რამდენიმე საათი სჭირდება. ეს კი საკმაოდ გამაღიზიანებელია — დაივიწყეთ ეს ყვრლაფერი, Xiaomi ახალ მწვერვალებს იპყრობს.
Xiaomi აცხადებს, რომ ახალი Hyper Charge ტექნოლოგიიითა და 4000 მილიამპერიანი ელემენტის მქონე Xiaomi Mi 11 Pro-ს გამოყენებით მათ სმარტფონის დატენვა 50 პროცენტამდე 3 წუთსა და 23 წამში შეძლეს, სრულ დატენვას კი მხოლოდ 8 წუთი დასჭირდა. ეს ყველაფერი 200 ვატიანი სადენიანი დამტენით შეძლეს. 120 ვატიანი უსადენო დამტენის დემონსტრაციისას სმმარტფონის დატენვას ნახევრამდე 7, ხოლო ბოლომდე 15 წუთი დასჭირდა.
დემომ, რომელიც კომპანიამ Twitter-ზე გაავრცელა, მომხმარებელს შორის აღფრთოვამება გამოიწვია, თუმცა არაფერი თქმულა იმის შესახებ თუ როდის გახდება ეს ფუნქცია ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი
Xiaomi სატენების სფეროს სერიოზულად ეკიდება. იანვარში კომპანიამ Mi Air Charge Technology წარადგინა. მისი მეშვეობით სმარტფონის დატენვა დისტანციურადაა შესაძლებელი.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები