Internet Explorer თავის მტანჯველ ცხოვრებას საბოლოოდ დაასრულებს. ბრაუზერი, რომელსაც ყველა სხვა ბრაუზერის გადმოსაწერად იყენებდა მალე გაქრება, ამის შესახებს Microsoft-მა ამ კვირაში განაცხადა.

25 წლის ბრაუზერმა, რომელიც ერთ დროს ამ ბაზარზე დომინირებდა, საკუთარი რეპუტაციისა და პოპულარობის შენარჩუნება ვერ შეძლო.

Microsoft მასთან ჩამოშორებას 2015 წლიდან ცდილობს. 6 წლის წინ კომპანიამ Microsoft Edge წარმოგვიდგინა, თუმცა ვინდოუსებში Internet Explorer მაინც დატოვა. საბოლოოდ, მომავალი წლის ივნისში ექსპლორერი ოპერაციული სისტემიდან საბოლოოდ გაქრება.

Windows Explorer პირველად 1995 წელს ვიხილეთ და მაშინ მან ბაზარი მთლიანად დაიპყრო. იმდროინდელი ტოპ ბრაუზერი, Netscape Navigator მალევე ჩამოიტოვა და 2000-იან წლებში ბრაუზერების ბაზრის 95 პროცენტს აკონტროლებდა.