FBI: ქმარმა ცოლის მოსაკლავად ბიტკოინით გადაიხადა, თუმცა დაკვეთა არავის შეუსრულებია
თუ მისტიკური მკვლელობები გიზიდავთ, მაშინ ეს ამბავი დაგაინტერესებთ.
ტენესიში ქმარმა ცოლის მოსაკლავად დაქირავებული მკვლელი აიყვანა და მას თანხა ბიტკოინით გადაუხადა.
FBI-ს სპეცაგენტმა კლეი მ. ანდერსონმა სავარაუდო მკვლელობის დეტალები ჩვენებაში გადმოსცა და ის თანამედროვე მისტიკის ჟანრის რომანის მასალადაც კი გამოდგება. ეჭვმიტანილმა ქმარმა, ნელსონ რეპლოგლმა, დაქირავებული მკვლელის მოსაძებნად ინტერნეტი გამოიყენა. მკვლელს მისი ცოლი, ანა რეპლოგლი, ვეტერინართან მიმავალ გზაზე უნდა მოეკლა.
აგენტ ანდერსონის ანგარიშის თანახმად, რეპლოგლმა, ანონიმურობის მიზნით, ქილერს ბიტკოინი ამერიკული კრიპტო ბირჟის, Coinbase-ის საშუალებით გადაურიცხა. საბოლოოდ, ანა რეპლოგლი არავის მოუკლავს, ხოლო დაქირავებული მკვლელის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
სასამართლოდან გაირკვა, რომ აგენტმა ანდერსონმა დამკვეთის, ანუ ქმრის ვინაობა Coinbase-ის დახმარებით გამოარკვია. ანდერსონი დაუკავშირდა BBC-ის, რომელმაც ეს ინფორმაცია პირველმა გაავრცელა, მოიპოვა ბიტკოინის მისამართები და მათი გაანალიზება დაიწყო. ამის შემდეგ გამოირკვა, რომ ეს მისამართები Coinbase-ის ანგარიშებს ეკუთვნოდა. ამის შემდეგ, FBI დაუკავშირდა Coinbase-ს, რომლებმაც ძალოვნებს გადასცეს ის ანგარიშები, რომლებსაც ეს მისამართები ეკუთვნოდათ.
მიუხედავად იმისა, რომ იმ ადამიანების პერსონალური ინფორმაცია, რომლებიც ბიტკოინს ტრანზაქციებისთვის იყენებენ, დაფარულია, მათი გამორკვევა მაინც შეიძლება. ბლოკჩეინი ინახავს ინფორმაციას თითოეული ტრანზაქციის შესახებ და თუ FBI-ს ნაირი შესაძლებლობები გაქვთ, ტრანზაქციებზე მიყოლა და ადრესატების დადგენაც შესაძლებელია, თუმცა ეს ბიტკოინის დაცულობა ნამდვილად არ აკნინებს.
FBI-სთან იმ ბირჟამ ითანამშრომლა, რომლის გავლითაც მოხდა ბიტკოინის გადარიცხვა, სწორედ ეს ფაქტი დაეხმარათ ძალოვნებს საქმის გახსნაში, თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ დაქირავებულ მკვლელს მაინც ვერ მიაკვლიეს.
კომენტარები