Clubhouse ანდროიდზე ოფიციალურად გამოვიდა
თითქმის ერთი წლის განმავლობაში, Clubhouse iOS-ის ექსკლუზივი იყო, თუმცა დღეიდან ის ანდროიდზეც ხელისაწვდომი იქნება. ანდროიდისათვის განკუთვნილი ბეტა ვერსია გუშინ პირველად აშშ-ში გაეშვა.
"მანამ, სანამ აპლიკაცია მასობრივად გაეშვება, რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ შევაგროვებთ მიღებულ ინფორმაციას მომხმარებლებისგან, გამოვასწორებთ ხარვეზებს, რომლებსაც ვიპოვით და დავუმატებთ საბოლოო ფუნქციებს", — განაცხადა კომპანიამ თავის ბლოგში.
ანდროიდის აპლიკაციას მომხმარებლები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ და Clubhouse-ის თქმით, ის სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებისთვისაც მალე გახდება ხელმისაწვდომი. აშშ-ს გარეთ მყოფ ადამიანებს შეუძლიათ მოძებნონ Clubhouse Google Play Store-ში და გაიარონ პრე-რეგისტრაცია, რათა აპლიკაციის გამოსვლისთანავე მიიღონ შეტყობინება და შეძლონ დაინსტალირება.
Clubhouse ანდროიდის შემთხვევაშიც მოწვევებით იმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულად ღია მაინც არ იქნება. კომპანია ამას იმით ხსნის, რომ სურს აკონტროლოს მომხმარებელთა ზრდის ტემპი.
კომენტარები