Ethereum-ის შემქმნელი, 27 წლის ვიტალიკ ბუტერინი მილიარდერი გახდა
27 წლის კანადელმა რუსმა პროგრამისტმა, ვიტალიკ ბუტერინმა Ethereum 2013 წელს შექმნა. მაშინ ის 19 წლის იყო. კრიპტოვალუტა 2015 წელს გაეშვა და ვიტალიკი თავის საჯარო საფულეზე 333 500 ცალ ეთერიუმს ინახავს.
კრიპტოვალუტების კაპიტალიზაციამ 2,2 ტრილიონ დოლარს მიაღწია. Ethereum-ის ფასი რეკორდულ 3 500 დოლარზე ავიდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიტალიკის მფლობელობაში მყოფი ეთერიუმის საერთო ღირებულება 1,1 მილიარდ დოლარს აცდა.
ბუტერინმა 2012 წელს დააარსა Bitcoin Magazine — გამოცემა, რომელიც ბიტკოინსა თუ სხვა კრიპტოვალუტების შესახებ სიახლეებს გვამცნობს. 2014 წელს ის Thiel Fellowship-ის პროგრამაში აირჩიეს, რომელიც მილიარდერი Peter Thiel-ის დაარსებულია და აძლევს 100 000 დოლარს ყველა ახალგაზრდას, რომელსაც სკოლაში "ჯდომის" ნაცვლად ახალი რაღაცების შექმნა სურს. ვიტალიკი სოციალურ ქსელებში აქტიური არ არის, რაც ცოტათი გასაკვირია ადამიანისგან, რომელსაც ტვიტერზე 1,4 მილიონი გამომწერი ყავს.
Ethereum-ის ფასი 2021 წელს თითქმის გაოთხმაგდა, ზრდამ 375% შეადგინა. დღეის მონაცემებით ეთერიუმი კაპიტალიზაციით ნომერ მეორე კრიპტოვალუტაა და ბიტკოინის შემდეგ ბაზარზე მყარად იკავებს თავის ადგილს. CoinMarketCap-ზე დაყრდნობით, სამშაბათს ბრუნვაში მყოფი ეთერიუმის საერთო ფასი 403 მილიარდი დოლარი.
კომენტარები