ქართველმა მოსწავლემ საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების ოლიმპიადაზე საპატიო პირველი ადგილი დაიკავა
დავით ზედგინიძე სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის საკვირაო სკოლის მოსწავლეა, რომელმაც, ასოციაციის ცნობით, VII საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების ოლიმპიადაზე პირველი საპატიო პირველი ადგილი დაიმსახურა.
ოლიმპიადა 29 აპრილს ჩატარდა და მისი თემა იყო: "Ways and mechanisms to protect the information space of Ukraine from harmful information and psychological influences". ღონისძიებაში დისტანციურად იღებდნენ მონაწილეობას სტუდენტებმა ოთხი ქვეყნიდან — უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და საქართველო.
სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) ცნობით, აღნიშნულ ოლიმპიადაში მონაწილეობდა საკვირაო კიბერუსაფრთხოების სკოლიდან ოთხი მოსწავლე: რეზიკო ჩალაძე, გიორგი პაპავა, ალექსი კიკაჩეიშვილი და დავით ზედგინიძე. ხოლო შეჯიბრის ფარგლებში, გუნდმა საქართველოდან წარადგინა ფიშინგისა და სოციალური ინჟინერიის საწინააღმდეგო მეთოდიკა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. გუნდის მენტორები პროფესორი მაქსიმ იავიჩი და გიორგი იაშვილი იყვნენ. ხოლო ოლიმპიადის კომისიის წევრები მონაწილეებს მრავალი მიმართულებით ცდიდნენ.
შეგახსენებთ, რომ საკვირაო კიბერუსაფრთხოების სკოლა არის სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც გათვლილია სკოლის ასაკის მოზარდებზე. საკვირაო კიბერუსაფრთხოების სკოლის ფარგლებში, მოსწავლეებს უტარდებათ 4 ლექცია კვირაში, კვირა დღეს. პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები გადიან პროგრამირების, ვებპროგრამირებისა და კიბერუსაფრთხოების კურსებს.
კიბერუსაფრთხოების განხრა მოიცავს: გამოყენებით უსაფრთხოებას, პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოებას, კრიპტოგრაფიას და ქსელურ უსაფრთხოებას. პროგრამირება მოიცავს: Python, C++ და C#, ხოლო ვებპროგრამირება მოიცავს: html/css, java script, PHP.
მეტი დეტალი საკვირაო კიბერუსაფრთხოების სკოლის და ასოციაციის სხვა პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებგვერდზე.
კომენტარები