კლიმატის ცვლილების ფონზე, მალდივის კუნძულები მსოფლიოში პირველ მცურავ ქალაქს ამუშავებს. მას მალდივის მცურავი ქალაქი (MFC) ერქმევა.

მალდივის მთავრობამ, კუნძულოვანმა რესპუბლიკამ ჩრდილოეთ ინდოეთის ოკეანეში, რომელსაც NASA-ს თანახმად "მსოფლიოში ყველაზე დაბალი რელიეფი" აქვს, სულ ცოტა ხნის წინ მცურავი ქალაქის შექმნის შესახებ განაცხადა.

მალდივიელებზე კლიმატის ცვლილება და ზღვის დონის მატება ყველაზე მეტად ისახება, შესაბამისად, ეს სიახლე მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კვლევების თანახმად, ზღვის დონის მატებასთან ერთად, მალდივის მსგავსი დაბალი კუნძულები, შესაძლოა, 2050 წლისთვის ჩაიძიროს.

მალდივის მცურავი ქალაქი ჰოლანდიურმა კომპანიამ დააპროექტა. ქალაქი რაღაცით ვენეციასაც მოგაგონებთ, თუმცა განსხვავება აშკარაა და ეს ვიდეოშიც ჩანს.

ქალაქში გადაადგილება ნავებით იქნება შესაძლებელი. ტექნოლოგიების გამოყენებით კი, ქალაქი პირდაპირ წყალზე იტივტივებს.

მცურავი კომპლექსი მოიცავს სახლებს, მაღაზიებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, რეკრეაციულ ობიექტებს და საზოგადოებრივ სივრცეებს. მშენებლობა 2022 წელს დაიწყება.

"ქალაქი არ საჭიროებს რაიმე სახის სამელიორაციო სამუშაოებს, ამიტომ მინიმალური გავლენა აქვს მარჯნის რიფებზე. კლიმატის ცვლილებასთან ჩვენი ადაპტაცია არ უნდა ანადგურებდეს ბუნებას, არამედ მასთან თანაცხოვრებაა საჭირო. ჩვენი ახალი ქალაქი სწორედ ამის მაგალითი იქნება." — ამბობს მოჰამედ ნაშიდი, მალდივის ყოფილი პრეზიდენტი.