ჩინეთი ვარსკვლავთშორის კოსმოსურ მისიას გეგმავს
ჩინეთმა გამოაცხადა, რომ ორი კოსმოსური ხომალდის მზის სისტემის კიდეში გაგზავნას გეგმავს. ამით ჩინეთი გახდება მეორე ქვეყანა, რომელიც ვარსკვლავთშორის მისიას განახორციელებს.
ჩინეთის მთვარის მისიის ხელმძღვანელმა ვიუ ვეიერმა, დააანონსა, რომ ზონდები მზის სისტემას, სავარაუდოდ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისთვის, 2049 წელს გასცდება.
ამისთვის, ჩინეთმა ზონდები უკვე სამ წელიწადში უნდა გაუშვას, რაც საკმაოდ ამბიციური გეგმაა.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ჩინეთი აშშ-ს შემდეგ მეორე სახელმწიფო გახდება, რომლის კოსმოსური ხომალდებიც მზის სისტემას დატოვებენ, ხოლო უშუალოდ ზონდები, მეექვსე და მეშვიდე ვარსკვლავთშორისი ობიექტები იქნება.
ამ ბარიერის გადალახვა ჩინეთის კოსმოსურ სააგენტოს ვარსკვლავთშორისი სივრცის შესწავლის საშუალებას მისცემს.
კომენტარები