"უკან მომავალში 2" ალბათ ყველას გინახავთ და ჰოვერბორდით ფრენაც მოგდომებიათ.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ის, რაც ადრე Sci-Fi ფილმების ნაწილი იყო, ნელ-ნელა რეალობა ხდება.

ინტერნეტში დღეს ვირუსულად ვრცელდება ახალი ვიდეო, სადაც ჩანს რომ ადამიანი ქალაქში გიგანტური, რვა პროპელერიანი დრონით დაფრინავს. ეს ალბათ "ადამიანი ობობას" მთავარი ბოროტმოქმედის, გობლინის ჰოვერბორდს მოგაგონებთ.

ის, რასაც ვიდეოში ხედავთ მონტაჟი არ არის. გამოჩნდა კომპანია — Omni Hoverboards და ის ასეთ მოწყობილობებს 20 000 დოლარად და უფრო ძვირად ყიდის.

ამ ჰოვერბორდების გამომგონებელმა, კატალინ ალექსანდრუმ გინესის რეკორდიც კი მოხსნა და ჰოვერბორდით ყველაზე დიდხანს იფრინა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მან ეს 2015 წელს შეძლო.